პატრიარქალური ტრადიციების მქონე ქვეყნებში განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს გენდერული საკითხები, რასაც არაერთი კვლევა მოწმობს. წინამდებარე ნაშრომის მიზანია, გამოვარკვიოთ, თუ როგორ ჰპოვებს საზოგადოებაში არსებული განწყობა ასახვას ქართულ ტელემედიაში; გამოვავლინოთ, რამდენად თავსებადია ადგილობრივ სატელევიზიო არაპოლიტიკურ გადაცემებში ქალთა საკითხების გაშუქება მედია სტანდარტებთან; როგორ შუქდება ქალთა თემები, ქალთა რეპრეზენტაცია და სტერეოტიპები. კვლევის მეთოდად შეირჩა რაოდენობრივი კონტენტანალიზი, რომლის ფარგლებშიც მოხვდა ნაციონალური არხების 7 გადაცემის 70 გამოშვება. კვლევაზე მუშაობისას, გამოიკვეთა ძირითადი პრობლემები - სექსისტური ენის და გენდერული სტერეოტიპების ტირაჟირება, რომელთა წარმოქმნის ძირითადი წყარო, აღმოჩნდა, რომ ჟურნალისტები არიან.
კვლევისას მიზნად დავისახეთ გაგვეცა პასუხი შემდეგ კითხვებზე: შუქდება თუ არა ქალთან დაკავშირებული საკითხები პროფესიული სტანდარტების დაცვით? გამოიყენება თუ არა ქართულ მედიაში (არაპოლიტიკურ გასართობ-შემეცნებით გადაცემებში) ქალთან დაკავშირებული სტერეოტიპული ენა? წარმოდგენილი არის თუ არა ქალი, როგორც მსხვერპლი და რამდენად აღიქვამენ ეს ქალები თავს მსხვერპლად? რა რაოდენობით არიან რეპრეზენტირებული ქალები საკვლევ გადაცემებში და აქედან რამდენია წარმოდგენილი ექსპერტის რანგში?
ავტორი: თამარ ქაფიანიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
თარიღი: 1 ნოემბერი-30 ნოემბერი, 2012
ქალთა საკითხების გაშუქება სატელევიზიო არაპოლიტიკურ გადაცემებში