დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
HRFHK
გაგზავნა

კვლევა და ანგარიში

გენდერული სტერეოტიპები ქართულ მედიაში (ნაწილი II)

კვლევის მიზანი ქართულ მედიაში გენდერული საკითხების, კერძოდ კი, ქალთა და ქალებთან დაკავშირებული თემების გაშუქების მონიტორინგი იყო. ეს თემა შეირჩა იმიტომ, რომ ბოლო დროს ქალთა ტრადიციული როლის მნიშვნელოვანი ცვლილების მიუხედავად, ქალებისადმი სტერეოტიპულ დამოკიდებულებას ძალიან ხშირად ვაწყდებით და საქართველო მაინც პატრიარქალურ საზოგადოებად რჩება. ეს რეალობა ქართული მედიაშიც აისახება. წინამდებარე ანგარიშში წარმოდგენილია კვლევის მეორე ეტაპის შედეგები.

ეს კვლევა ქალთა და ქალებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებისას სტერეოტიპების გამოყენების მონიტორინგს ითვალისწინებდა. ასევე, ყურადღება ექცეოდა მაუწყებლობის შესახებ კანონით და მაუწყებელთა ქცევის კოდექსით განსაზღვრული იმ მოთხოვნებისა და პროფესიული სტანდარტების დაცვას, რომლებიც გენდერული საკითხების გაშუქებას უკავშირდება.

კვლევის ავტორი: ქეთი მსხილაძე
პერიოდი: 20 აპრილი-5 მაისი, 2012
ბმული: გენდერული სტერეოტიპები ქართულ მედიაში (ნაწილი II)

გენდერული სტერეოტიპები ქართულ მედიაში (ნაწილი II) 

უკან