კვლევა და ანგარიში
აღნიშნული კვლევის მიზანია, გაარკვიოს, თუ რამდენად თვისობრივად შეცვალა მედიამ მიდგომა საზოგადოებრივი აზრის კვლევების გაშუქებისას წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2011 წლის 10-11 ოქტომბერსა და 7-8 დეკემბერს გამოქვეყნებულ ამერიკის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) და საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დაკვეთით განხორციელდა. კვლევა მიზნად ისახავს აჩვენოს, რამდენად იცავენ მედია საშუალებები ადგილობრივ რეგულაციებსა და საერთაშორისო სტანდარტებს, რათა პროფესიონალური სტანდარტების უგულვებელყოფამ არ გამოიწვიოს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება.