დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
NWZGH
გაგზავნა

კვლევა და ანგარიში

ტელევიზიების საინფორმაციო პოლიტიკის მონიტორინგი (I ნაწილი)

საქართველოში ინფორმაციის ძირითადი წყარო ტელევიზიებია. ამასთან, არსებობს მოსაზრება, რომ წამყვანი ეროვნული ტელევიზიები უფრო ლოიალური არიან ხელისუფლების მიმართ, ხოლო ისეთი არხები, როგორიცაა კავკასია და მაესტრო - ოპოზიციის მიმართ.1 კვლევის მიზანია, შეადაროს ერთმანეთს ხუთი სატელევიზიო არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვებები გაშუქებული თემატიკის მიხედვით. კვლევა ეყრდნობა სამუშაო ჰიპოთეზას, რომ თემატური თანხვედრა უფრო მოსალოდნელია, ერთი მხრივ, სამ ეროვნულ არხს (საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი 2, იმედი) და, მეორე მხრივ, კავკასიასა და მაესტროს შორის.

კვლევის ავტორი: დავით აფრასიძე
პერიოდი: 1-30 აპრილი, 2011
ბმული: ტელევიზიების საინფორმაციო პოლიტიკის მონიტორინგი (I ნაწილი)

ტელევიზიების საინფორმაციო პოლიტიკის მონიტორინგი (I ნაწილი) 

უკან