განცხადებები
2014 წლის 23 იანვარს, საქართველოს პარლამენტმა მოახდინა საზოგადოებრივი მაუწყებლისმეურვეობის კანდიდატების მეორე ეტაპის კენჭისყრა. ორივე ეტაპის კენჭისყრის შედეგად,ცხრა ვაკანტურ თანამდებობაზე სულ ოთხი კანდიდატი აირჩა.გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკურიგავლენისგან გათავისუფლება წარმოადგენს საქართველოს დემოკრატიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსპროფესიონალი, საზოგადოების ნდობით აღჭურვილი და პოლიტიკურად მიუკერძოებელიკანდიდატებისგან დაკომპლექტება ამ პროცესის მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს.
ამ პროცესის მნიშვნელობას ხაზს უსვამს არამხოლოდ საზოგადოების, მედიისა დაარასამთავრობო სექტორის ყურადღება, არამედ დიპლომატიური კორპუსის განცხადებებიც,რომლებიც მიესალმებოდნენ საზოგადოებრივი საკონკურსო კომისიის გამჭვირვალესაქმიანობას და აღნიშნავდნენ სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების აუცილებლობასშესარჩევი კომისიის მიერ წარდგენილი 27 კანდიდატიდან.
ჩვენც გვინდა აღვნიშნოთ, რომ სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევმაკომისიამ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნდობა მოიპოვა, ვინაიდან საქმიანობა ღიად,გამჭვირვალედ და კანონის მოთხოვნების შესაბამისად წარმართა. კომისიის საქმიანობისხარისხი აისახა პარლამენტისთვის წარდგენილ 27 კაციან სიაში, რომელიც პარლამენტსა დაუფლებამოსილ სუბიექტებს აძლევდა არჩევანის საკმაოდ ფართო შესაძლებლობას.
იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებას სხვადასხვა ხელისუფლებების პირობებშიდემოკრატიული პროცესებისადმი გარკვეული უნდობლობა ჩამოუყალიბდა, სასიცოცხლოდმნიშვნელოვანია არა მხოლოდ საბოლოო შედეგი ცხრაკაციანი სამეურვეო საბჭოს სახით,არამედ ის თუ როგორ ხდება სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შერჩევა.სამწუხაროდ, კომისიის მიერ პროცესისადმი მაღალი სანდოოობის მოპოვების შემდგომ,პარლამენტმა ვერ მოახერხა პროცესის იმგვარად წარმართვა, რომ ეჭვქვეშ არ დაეყენებინასაკუთარი ნება გაეთავისუფლებინა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოპოლიტიკური გავლენისგან.
სამწუხაროდ, ჯერ კიდევ კომისიის მიერ საქმიანობის დაწყების პირველ დღეებში, მმართველიკოალიციის წარმომადგენელთა განცხადებები კონკურსის ვადის გახანგრძლივებასა დაკანდიდატობის მსურველებისათვის დამატებითი შესაძლებლობის მიცემის შესახებ,უმცირესობის დეპუტატთა მიერ კანდიდატთა დასახელების შემდგომ საკუთარი ხმებისუკან გამოთხოვის პრეცედენტები, კენჭისყრის პროცესის მეორე ეტაპზე ხმის მიცემისასდამდგარი შედეგი, სადაც არ იკვეთება სუბიექტებს შორის კონსენსუსის მიღწევის მცდელობა,მიუთითებს მაუწყებლის შესახებ კანონის ცვლილებების სულისკვეთების უგულებელყოფას,რომელსაც უნდა უზრუნველეყო, სუბიექტებს შორის კონსენსუსის საფუძველზე,საზოგადოებრივი მაუწყებლის გამჭვირვალობა და მეტი პლურალიზმი მის საქმიანობაში.
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, ახალი კონკურსის ორგანიზების შემთხვევაში,უზრუნველყოს მისი ჩატარება ძველი კომისიის შემადგენლობის პირობებში, რათა მათ მიერპროცესისადმი უკვე მოპოვებული ნდობა საბჭოს დაკომპლექტების საბოლოო შედეგშიიყოს გარანტირებული. ასევე, მოვუწოდებთ პარლამენტს მიიღოს დროული და ეფექტიანიგადაწყვეტილება, რათა ახალმა სამეურვეო საბჭომ უზრუნველყოს საზოგადოებრივიმაუწყებლის შეუფერხებელი საქმიანობა, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური დასაზოგადოებრივი პროცესების, მათ შორის მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობისარჩევნების შესახებ მოსახლეობის შეუფერხებლად და თავისუფლად ინფორმირების მიზნით.
1. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
2. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
3. არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა"
4. კონსტიტუციის 42-ე მუხლი
5. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
6. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი
7. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
8. მედიის განვითარების ფონდი