თარიღი: 23 ივლ 2012
მედიის განვითარების ფონდის განცხადება
„მედიის განვითარების ფონდი" შეშფოთებას გამოთქვამს სტუდია „მონიტორის" გაქურდვის ფაქტის გამო. მიგვაჩნია, რომ სტუდია „მონიტორის" და მსგავსი სტუდიების არსებობა, მათი პროფესიონალიზმი, დამოუკიდებლობა და შეუფერხებელი მუშაობა ძალზე მნიშვნელოვანია ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიის განვითარებისა და სიტყვის თავისუფლების არსებობისთვის.
მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანიზაციებს სასწრაფოდ გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი, მაქსიმალური ძალისხმევა გასწიონ დამნაშავეების დასასჯელად და გამოძიების შედეგებზე საზოგადოების ინფორმირებისთვის.
მედიის განვითარების ფონდი
უკან