დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
OOEBR
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 24 იან 2014

არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთობლივი განცხადება 25-ე არხთან დაკავშირებით

24 იანვარი, 2013


საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI Georgia) და მედიის განვითარების (MDF) ფონდი უკიდეურეს შეშფოთებას გამოვთქვამთ "ტელეარხი 25"- ის დამფუძნებლისა და დირექტორის გიორგი სურმანიძის და ტელერახის მფლობელ ჯემალ ვერძაძის მიერ მოწოდებული ონფორმაციის გამო, სადაც ისინი მიუთითებენ მათზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებზე. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მათ მიმართ საქართველოს პროკურატურის მაღალჩინოსნისა და გამომძიებლების მხრიდან განხორციელდა ზეწოლა, რათა მათ ჩვენება მიეცათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა წინააღმდეგ. ისინი ამ ფაქტს დამოუკიდებელ მედია საშუალებაზე ზეწოლად განიხილავენ.

მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე და ამ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, დადგეს უკანონო ქმედებაში მონაწილე პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, ხოლო გამოძიების მსვლელობის შესახებ ინფორმაცია, გამოძიების ინტერესებისათვის ხელშეშლის გარეშე, პერმამენტულად გახდეს საჯარო.

ამავდროუალდ მნიშვნელოვანია მთავარმა პროკურატურამ დაუყოვნებლივ გააკეთოს განმარტება, თუ რა სტატუსით იმყოფებოდნენ ხსენებული პირები დილის 5 საათამდე საგამოძიებო ორგანოში და რა საგამძიებო მოქმედება ხორციელდებოდა მათ მიმართ.

გიორგი სურმანიძისა და ჯემალ ვერძაძის განცხადების თანახმად, ისინი 2013 წლის 17 დეკემბერს დაიბარეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში. საღამოს მისულები, ყოველგვარი ოფიციალური დოკუმენტაციის გაფორმების გარეშე, დილის 5 საათამდე ამყოფეს პროკურატურის შენობაში. ღამის განმავლობაში მათზე ზეწოლას ახდენდნენ პროკურატურის 10-მდე მაღალჩინოსანი და გამომძიებელი. კონკრეტულ პირებს დანაშაულის ორგანიზატორებად და მფარველებად არდასახელების შემთხვევაში მათ ემუქრებოდნენ ციხეში სამუდამოდ ჩასმით. მათ უარი განაცხადეს ამ ტიპის ჩვენების მიცემაზე, რის გამოც მათივე განცხადებით, აეკრძალათ ქვეყნის დატოვება, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა ინფორმირებული იყო გიორგი სიურმანიძის საზღვარგარეთ მკურნალობის გაგრძელების გეგმების შესახებ, ხოლო 23 დეკემბერს დაუყადაღეს ქონება და პირადი საბანკო ანგარიშები.


საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, GDI


საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI Georgia)


მედიის განვითარების ფონდი, MDF

უკან