დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
WJAKT
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 20 ოქტ 2014

GDI-ის და MDF-ის ერთობლივი განცხადება ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის პირადი მიმოწერის ხელშეუხებლობის დარღვევაზე

გვსურს, გამოვეხმაუროთ, 2014 წლის 17 ოქტომბერს, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ საკუთარ facebook გვერდზე გაკეთებულ განცხადებას, სადაც საუბარია მისი პირადი მიმოწერის ხელშეუხებლობის დარღვევაზე.

 

ნიკა გვარამია აღნიშნავს, რომ გატეხილია მისი ელექტრონული ფოსტის და სკაიპის მიმოწერა, სადაც ასახულია მასსა და მის მეგობრებს შორის პირადი საუბრები. მისივე თქმით, მას ხელთ აქვს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები. იგი მზად არის ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოებთან, რათა დაისაჯოს პირი, რომელმაც შელახა მისი კონსტიტუციური უფლება.

გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. კერძოდ, სსკ-ის 159-ე მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის წესით დასჯადია პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევა.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა საგამოძიებო ორგანოებს ავალდებულებს უპირობოდ, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება დანაშაულის ფაქტზე. გამოძიების დაწყების საფუძველია ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს  დანაშაულის ნიშნების შემცველ ფაქტზე.

აღნიშნულ ინფორმაციას განსაკუთრებულობას სძენს ის გარემოება, რომ ნიკა გვარამია არის იმ ტელეკომპანიის დირექტორი, რომლის მისამართით ხშირადაა მიმართული ხელისუფლების კრიტიკა და გარკვეული მუქარის შემცველი განცხადებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა  და მედიის განვითარების ფონდი მოუწოდებენ საქართველოს პროკურატურასა და შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად დაიწყონ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება, რაც მათი კანონისმიერი და პოზიტიური ვალდებულებაა.

უკან