თარიღი: 19 სექ 2012
მედიის განვითარების ფონდის განცხადება
მედიის განვითარების ფონდი, უერთდება რა საზოგადოების აღშფოთებას სასჯელ-აღსრულების სისტემაში გამოვლენილი შემზარავი ფაქტების გამო, მოითხოვს დამნაშავეთა ადექვატურ დასჯასა და მხარს უჭერს ამ პროცესის გამჭვირვალობას.
ამასთან, მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს:
თავი შეიკავონ ამ სასტიკი დანაშაულის მსხვერპლთა გარეგნული, აუდიო და სხვა სახის პირდაპირი და ირიბი იდენტიფიცირებისგან; არ მოხდეს არა მხოლოდ ამ პირთა, არამედ ასევე მათი ოჯახის წევრების იდენტიფიცირება;
უფლებადამცველებს, ჟურნალისტებსა თუ საზოგადოებას, რომელიც ახდენს ამ ვიდეოებისა თუ ინფორმაციის ტირაჟირებას, მათ შორის ახალი მედიის საშუალებებით, ასევე მოგიწოდებთ დაიცვათ ამ ადამიანების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და ღირსება;
წინააღმდეგ შემთხვევაში მედია და საზოგადოება ხდება დანაშაულის მსხვერპლთა უფლებების შელახვის თანამონაწილე და აყენებს მათ არანაკლებ მორალურ და ადამიანურ ზიანს.
მედიის განვითარების ფონდი
უკან