დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
HOAZD
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 16 ივნ 2013

GDI-სა და MDF-ის ერთობლივი განცხადება პოლიტიკაში ეთნიკური, რელიგიური, სექსისტური და ჰომო/ტრანსფობიური რიტორიკის აღმოფხვრასა და ქართული პოლიტიკის გაჯანსაღებასთან დაკავშირებით

გვინდა საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთხელ მივაპყროთ, იმ ქსენოფობიურ განცხადებებს და შეფასებებს, რომლებმაც საქართველოს პოლიტიკურ დისკურსში სახიფათო მასშტაბი შეიძინა და უკვე ნორმად დამკვიდრდა. ქართული მედია სივრცე გაჯერებულია მსგავსი ტიპის რიტორიკით, რასაც მკაფიოდ აჩვენებს შესაბამისი მიმართულებით განხორციელებული არაერთი კვლევის შედეგი.

ცხადია, რომ ამ მანკიერი პრაქტიკის ერთერთი ძირითადი წყარო საქართველოში მოქმედი პოლიტიკური კლასია. პოლიტიკური პარტიების, გაერთიანებებისა და მოძრაობების ლიდერები და წევრები, ასევე მათი მხარდამჭერი საჯარო პირები, მიუხედავად მათი ორგანიზაციების ოფიციალურად დეკლარირებული შეხედულებებისა, ხშირად საკუთარ პოლიტიკურ რიტორიკას სწორედ ქსენოფობიასა და სიძულვილის ენას აფუძნებენ.

ყოველივე ეს ხელსაყრელ ფონს უქმნის იმ ექსტრემისტულ ჯგუფებს, რომლებსაც ეს მოქმედება რიტორიკიდან მოქმედებაში გადაყავთ, რისი მკაფიო მაგალითი 17 მაისსა და შემდგომ დღეებში განვითარებული მოვლენები იყო, როდესაც ჰომოოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე თავად იქცა ჰომოფობიისა და ტრანსფობიის დემონსტრირების დღედ.

ხსენებული პრობლემების დასაძლევად საჭიროდ მიგვაჩნია სამოქალაქო სექტორის გაერთიანება ქსენოფობიასთან ბრძოლის იდეის ქვეშ, რათა ჩამოყალიბდეს ერთიანი სამოქალაო პლატფორმა. აღნიშნულ ფორმატში ერთი მხრივ განხორციელდება ეფექტური მონიტორინგი (საჭიროების შემთხვევაში რეაგირებაც) ამ რიტოტირკის გამოყენების თითოეულ ფაქტზე და მეორე მხრივ საზოგადოებრივი აზრის სწორად ფორმირების ხელშეწყობა.

აუცილებლად მიგვაჩნია საქართველოში მოქმედმა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა შექმნან ან გააძლიერონ შიდაპარტიული მექანიზმები, რომელებიც უზრუნველყოფენ პოლიტიკურ საქმიანობაში ქსეონოფობიის ყველანაირი გამოვლინების აღმოფხვრას. ამავდროულად გამოვთქვამთ მზადყოფნას აქტიურად შევუწყოთ ხელი პოლიტიკურ ორგანიზაციებს ამ მიმართულებით სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობაში.

უკან