განცხადებები
გავეცანით
საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" განცხადებას,
რომელიც 6 ნოემბერს მედიის განვითარების ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის წინასწარი შედეგების გამოქვეყნებას მოჰყვა და რომელშიც არ არის გაზიარებული
კვლევის მიგნებები.
მედიის
განვითარების ფონდის მიერ მომზადებული წინასწარი ანგარიში ეფუძნება იმ საჯარო დოკუმენტაციის
შესწავლას, რომლებიც სამინისტროებს და მთავრობის კანცელარიას ცალკეულ მედია საშუალებებთან
აქვთ გაფორმებული და რომელთა საფუძველზეც მათთვის დაფინანსების გამოყოფა ხდება. გამომდინარე
იქიდან, რომ კონტრაქტების შინაარსი დაფინანსების არსებობას ადასტურებს, ხოლო ანგარიშში
მითითებულ სააგენტოებს დაფინანსებული სტატიები მკაფიოდ არ აქვთ გამიჯნული სარედაქციო
მასალებისგან, შესაბამისად, ისინი იზიარებენ
პასუხისმგებლობას მის შინაარსზე და ამაში იღებენ საბიუჯეტო დაფინანსებას, რაც ჩვენს ხელთ არსებული მიღება-ჩაბარების აქტებითაც დასტურდება.
დაფინანსებული სტატიების დამოუკიდებელი სარედაქციო მასალებისგან გამიჯვნა არა მხოლოდ
სარედაქციო პასუხისმგებლობის საკითხია, არამედ მკითხველის წინაშე ანგარიშვალდებულების,
რადგან საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს რა ტიპის შინაარსს ეცნობა. ჩვენს მიერ შემოთვაზებული
დასკვნის გაბათილება იმ ფორმულით, რომ ეს არის არა დაფინანსება, არამედ "შეთავაზებული
სერვისი", არარელევანტურია.
ცხადია,
მედია საშუალების განვითარებისათვის ნებისმიერი, მათ შორის სახელმწიფო სახსრების მოზიდვის
პრაქტიკა ლეგიტიმურია, თუ ეს დადგენილი სტანდარტების დაცვით, გამჭვირვალედ განხორციელდება, რაც მედიის
სოციალური პასუხისმგებლობის არსებითი შემადგენელია.