დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
QFLPH
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 10 იან 2015

სამოქალაქო პლატფორმაში “არა ფობიას!” შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს

მოგახსენებთ, რომ ორი დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობას" წევრებისა და მისი ყოფილი ხელმძღვანელის ირაკლი ვაჭარაძის ფიზიკური განადგურების მუქარის შემცველი გზავნილები, რაც ვაჭარაძის მიერ პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს კომენტირებას მოყვა.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საქართველოს სახალხო დამცველმა დაგმეს ამგვარი რეაგირება ვაჭარაძის კომენტარებზე, როგორც არა მხოლოდ ორგანიზაცია „იდენტობას", არამედ ასევე საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. მათ ხელისუფლებას ორგანიზაციის წევრების და მისი ყოფილი ხელმძღვანელის უსაფრთხოების დაცვისა და მათ მიმართ განხორციელებული მუქარების სამართლებრივი შეფასებისკენ მოუწოდეს. ყოველივე ამის ფონზე, შეშფოთებას იწვევს პოლიტიკური თანამდებობის პირის - დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის სანდრო ბრეგაძის საჯარო სივრცეში 8 იანვარს გაკეთებული განცხადებ.

საკუთარი მოსაზრებების გამოხატვის გამო, საჯარო მოხელის მიერ სამოქალაქო აქტივისტის შედარება ტერორისტების იმ ჯგუფთან, რომელთა შეიარაღებულ თავდასხმას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა პარიზში, უადგილო და უპასუხისმგებლოა.  ბრეგაძის განცხადება - „ამიერიდან ვაჭარაძე თავისუფლად შეგვიძლია ჩავწეროთ ქრისტიანობის წინააღმდეგ მებრძოლ ექსტრემისტ-ტერორისტთა რიგებში", შეუსაბამოა დემოკრატიულ საზოგადოებაში საჯარო მოხელის ქმედებასთან.

ერთი მხრივ, მუქარის შემცველი განცხადებები რადიკალი ექსტრემისტული ჯგუფების წარმომადგენლების მხრიდან, ხოლო მეორე მხრივ -  სახელმწიფოს წარმომადგენლის ზემოაღნიშნული განცხადებები და დუმილი და უმოქმედობა სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან, შესაძლოა, აღქმული იყოს, როგორც მსგავსი მუქარებისა და შემდგომი ძალადობის გამართლება და ღია წახალისება.

მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებმა და ყველა იმ ინსტიტუციის წარმომადგენელმა, ვისი საჯარო შეფასებები საზოგადოებრივი ინტერესის საგანია, თავი უნდა შეიკავონ ისეთი განცხადებების გაკეთებისგან, რომლებიც ხელს შეუწყობს შეუწყნარებლობის წახალისებას განსხვავებული მოსაზრებების გამო. თანამდებობის პირების მხრიდან სიტყვის თავისუფლების პატივისცემა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა, რადგან დემოკრატიული საზოგადოება  მოსაზრებათა პლურალიზმს ეფუძნება, ხოლო გამოხატვის თავისუფლების დაცვის უზრუნველყოფა სწორედ ხელისუფლების ვალდებულებაა.                                                                                    

მოგმართავთ, იმსჯელოთ თანამდებობაზე სანდრო ბრეგაძის დატოვების მიზანშეწონილობის საკითხზე. შეგახსენებთ, რომ მინისტრის მოადგილის მიერ შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი განცხადებები ადრეც განხორციელებულა, რასაც მთავრობის მხრიდან სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია. მთავრობის უმოქმედობა ბრეგაძის მიერ გაკეთებული სიძულვილის ენის შემცველი საჯარო განცხადებების  მიმართ, მათ შეწყნარებად შეიძლება იქნას განმარტებული და მათ მთავრობის პასუხისმგებლობის სფეროში აქცევს.

მედიის განვითარების ფონდი, MDF

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, GDI

კავშირი "საფარი"

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია GYLA

იდენტობა

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, TDI

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, TI

საქართველოს რეფორმების ასოციაცია, GRASS

უმცირესობის საკითხთა ევროპული ცენტრი ECMI

ადამიანის უფლებათა სწავლების და მონიტორინგის ცენტრი EMC

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტი INC

უკან