დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
GTAKR
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 26 იან 2015

არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება შუღლის გაღვივების თაობაზე ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციების აზრით, შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში შსს) მიერ მომზადებული, სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის, 2391- მუხლი შეიცავს გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვისა და კრიტიკული აზრის ჩახშობის საფრთხეს. აღნიშნული ნორმით, დასჯადად ცხადდება მოწოდება შუღლის გაღვივების მიზნით, .. „ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის რომელიმე სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება ძალადობრივი ქმედებებისკენ რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნების მქონე პირთა ჯგუფებს შორის მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდების მიზნით". სამწუხაროდ, აღნიშნული კანონპროექტის ინიცირება მთავრობამ საზოგადოებასთან ფართო და ინკლუზიური დისკუსიების გარეშე მოახდინა, რაც საკითხის მნიშვნელობის გათვალისწინებით, განსაკუთრებით მიუღებელია.

მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს ძალისხმევა, მოახდინოს გამოხატვის თავისუფლების რეგულირება, რეალურად, მიმართულია არა დისკრიმინირებულიჯგუფების უფლებების დაცვის, არამედ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და დომინანტი სოციალური და მორალური დისკურსის გაძლიერებისკენ. აღნიშნულ შეფასებას განაპირობებს, ერთი მხრივ, არსებული კონტექსტი და, მეორე მხრივ, წარმოდგენილი ცვლილების ნორმატიული შინაარსი.

კერძოდ, იმ პირობებში, როდესაც სიძულვილით მოტივირებული კონკრეტული დანაშაულების ჩადენის დროს, სახელმწიფოს პოლიტიკა უმცირესობების მიმართ დემონსტრაციულადარაეფექტური, ზოგიერთ შემთხვევაში კი რეპრესიულია, სახელმწიფო ავლენს აბსოლუტურ პასიურობას დარღვეული უფლებების აღდგენისა და პრევენციის კუთხით. ნდობა იმასთან დაკავშირებით, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის დაწესების მიზანი დისკრიმინირებულიჯგუფების დაცვაა, ძალიან დაბალია. მიუხედავად იმისა, რომ დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილ დანაშაულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ემუხლის 31 ნაწილი დამამძიმებელ გარემოებად განიხილავს, ამ ნორმის პრაქტიკაში გამოყენების მაჩვენებელი ძალიან დაბალია და სახელმწიფოს არ გააჩნია შესაბამისი სტატისტიკა, რომელიც სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლის ინსტრუმენტია. სიძულვილით მოტივირებულ სისხლის სამართლის საქმეებზე, მათ შორის 2013 წლის 17 მაისის საქმეზე, სახელმწიფოს არ ჩაუტარებია ეფექტური გამოძიება და არ დაუსჯია კონკრეტული პირები. მეტიც, სახელმწიფოს მიერ დომინანტი რელიგიური ჯგუფისა და გაბატონებული მორალის მიმართ გამოვლენილი ღია ლოიალობა და აცდენა სეკულარული სახელმწიფოს პრინციპისგან, ამ შემთხვევაში, დისკრიმინირებული ჯგუფების დაცვის ინტერესის არსებობას არადამაჯერებელს ხდის. აღნიშნულ ეჭვებს აძლიერებს კანონპროექტის მიმართ იმ ჯგუფების ღია მხარდაჭერაც, რომლებიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კრიმინალიზებას უჭერენ მხარს.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის საქართველოს მთავრობის პირველი მცდელობა, დააწესოს გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი საკანონმდებლო რეგულაციები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი წლის წინ წარმოადგინა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა. 2014 წლის 30 ივნისს კი, საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტისაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმადაც, დასჯადად ცხადდებაადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევისაკენ მოწოდება."

მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი წინააღმდეგობაშიმოდის საქართველოს კონსტიტუციის 24- მუხლთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასთან; ასევე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის მიერ დადგენილ სტანდარტთან. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონი კვალიფიციური პრივილეგიით იცავს მოწოდებას, რომელიც კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში იწვევს, როცა პირი ჩაიდენს განზრახ ქმედებას და ქმნის კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს. 2011 წლის 18 აპრილის საქმეში[1] საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა: ,,[..] მნიშვნელოვანია რომ კანონი, ისევე როგორც მისი გამოყენების პრაქტიკა, განასხვავებდეს გამონათქვამებს, რომლებიც, ერთი მხრივ, შესაძლოა ძალადობის ენას შეიცავდეს, მაგრამ, ამავე დროს, უვნებელია და პოლიტიკური, სოციალური თუ სამეცნიერო დისკურსის ნაწილს წარმოადგენს, ხოლო, მეორე მხრივ, მოწოდებას, როდესაც მის ავტორს გააზრებული აქვს მოწოდების სავარაუდო შედეგი და მიზნად ისახავს ამ შედეგის დადგომას."

გამოხატვის თავისუფლების დაცვის ეს მიდგომა შეესაბამება ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტს, რომელიც ადგენს, რომ მთავრობამ შეიძლება უკანონოდ გამოაცხადოს აზრის გამოხატვა, მხოლოდ მაშინ, როცა იგი მიმართულიაიმწუთიერი უკანონო ქმედების ჩადენის მოწოდებისკენ და სავარაუდოდ, მოხდება ამგვარი ქმედებისკენ წაქეზება ან ჩადენა.[2] სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისაუცილებლობა, რომელიც არსებითია გამართლებული შეზღუდვისთვის, არ არსებობს გარდა იმ შემთხვევისა, თუ დადასტურდა, რომ სიტყვა წარმოქმნის, ან გამიზნულია რომ წარმოქმნას, აშკარა და იმწუთიერი საფრთხე, რაიმე არსებითი ბოროტების დადგომისა, რომლის თავიდან აცილებაც შტატებმა შეიძლება კონსტიტუციის შესაბამისად ცადონ.[3]

გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფუნდამენტს ქმნის, რომელიც მნიშვნელოვანია ამგვარი საზოგადოებისადა ცალკეული პიროვნების განვითარებისათვის და სხვა უფლებათა რეალიზების წინაპირობაა. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლება მოიცავს არა მხოლოდ ისეთინფორმაციასა" თუიდეას", რომელიც მისაღებია და არ არის შეურაცხმყოფელი, არამედ ისეთზეც, რომელიც შეურაცხყოფს, შოკის მომგვრელია ან აწუხებს სახელმწიფოს ან საზოგადოების გარკვეულ ნაწილს. ამგვარია პლურალიზმის, ტოლერანტობისა და ფართო აზროვნების მოთხოვნები, რომლის გარეშეც არ არსებობსდემოკრატიული საზოგადოება".[4] გამოხატვის თავისუფლება თავის თავში დისკრიმინაციულ გამოხატვასაც მოიცავს და ის დისკუსიის გზით საზოგადოებაშიარსებული შიშებისა და სტერეოტიპებისრაციონალიზების შესაძლებლობას უშვებს. გამოხატვის თავისუფლებაზე შინაარსობრივი შეზღუდვის დაწესებისას, სახელმწიფოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლები მკვეთრად შეზღუდულია. ენეციის კომისიის შეფასებით,[5] სიძულვილის საკანონმდებლო რეგულირება უნდა გაიზომოს იმ ინტერესით, უმცირესობების თვითნებობისგან, ექსტრემიზმისგან, რასიზმისგან დაცვის პოტენციური მიზანი ხომ არ იწვევს განსხვავებული აზრების ცენზურას, უმცირესობების გაჩუმებასა და დომინანტი პოლიტიკური, სოციალური და მორალური დისკურსის, იდეოლოგიის გაძლიერებას.

მიგვაჩნია, რომ განსახილველი საკანონმდებლო ცვლილება მისი მიზნის, შინაარსის, ნორმის ბუნდოვანებისა და მისი გამოყენების კონტექსტის გამო, სწორედ ამგვარ რისკებს წარმოშობს. ნორმაში გამოყენებული ტერმინებიძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდება", ჯგუფებს შორისშუღლის გაღვივების მიზანი" ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას ტოვებს და ისნორმის თვითნებური გამოყენების, მათ შორის, კრიტიკული, საზოგადოების გარკვეული ჯგუფების ან უმრავლესობისთვის მიუღებელი გამოხატვის კონტროლის რისკს შეიცავს. ხელმომწერი ორგანიზაციების შეფასებით, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა, და საჯარო სივრციდან მისი ეტაპობრივი გაქრობა, პირველ რიგში, სიძულვილის მიზეზების გააზრებით, შემწყნარებლური კულტურის კულტივირებითა და მედიასაშუალებებისეფექტური თვითრეგულირებისა და ეთიკის მაღალი სტანდარტების ამოქმედების გზით არის შესაძლებელი. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მიერ განათლების სისტემის ფუნდამენტური გაუმჯობესება.

ამასთან, მიგვაჩნია, რომ სიძულვილის ენასთან ბრძოლა სახელმწიფოს მხრიდან, პირველ რიგში, საჯარო მოხელეების მიერ გამოვლენილ სიძულვილის ენის რეგულირებასა და ადეკვატური დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების გათვალისწინებას მოითხოვს და ამ პროცესის ხელშეწყობა ხელისუფლებამ, პირველ რიგში, საჯარო სამსახურში შესაბამისი რეგულაციების შემოღებით უნდა უზრუნველყოს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, სათანადოდ გაიაზროს დემოკრატიული და პლურალისტური ღირებულებების მნიშვნელობა და შეაჩეროს მისი განხილვა და მიღება, როგორც სერიოზული უკანდახევა გამოხატვის თავისუფლების დაცვისა და ღია საზოგადოების განვითარების გზაზე.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, GDI

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, EMC

მედიის განვითარების ფონდი, MDF

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, TDI

იდენტობა

საფარი

კონსტიტუციის 42- მუხლი

საქართველოს რეფორმების ასოციაცია, GRASS

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო,TI

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, GYLA

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

სამოქალაქო განვითარების სააგენტო, სიდა

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, CDI

არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტი

საინფორმაციო ცენტრების ქსელი

ტელეკომპანია "ტაბულა"/ ვებ-გვერდი www.tabula.ge

ჟურნალი "ლიბერალი"/ვებ-გვერდი www.liberali.ge

ტელეკომპანია "რუსთავი 2"

მედია კლუბი "ფრონტლაინ ჯორჯია"

რადიო "მწვანე ტალღა"

ინტერნეტ-გამოცემა www.media.ge

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია

საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია

საქართველოს პრესის ასოციაცია

გაზეთი P.S. და ინტერნეტ-გამოცემა www.psnews.ge

ჟურნალი 17 მაისი/ვებ-გვერდი www.17maisi.org

ინტერნეტ გამოცემა livpress.ge

ინტერნეტ გამოცემა argumenti.ge

ინტერნეტგამოცემა epn.ge

გაზეთი "კახეთის ხმა”/ვებგვერდი www.knews.ge

გაზეთი "სამხრეთის კარიბჭე”, ვებ-გვერდი www.sknews.ge

გაზეთი "ჩემი ხარაგაული”, ვებგვერდი www.chemikharagauli.com

საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი

საგამომცემლო სახლი "გურია ნიუსი"

დემოკრატ მესხთა კავშირი

გაზეთი "ბათუმელები”,/ვებგვერდი www.batumelebi.ge


ინტერნეტგამოცემა netgazeti.ge

გაზეთი "გურიის მოამბე”

ჟურნალისტური ქსელი გენდერული თანასწორობისთვის

ტელეარხი 25 

ადამიანია უფლებებათა ცენტრი


[1]საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის #2/482,483,487,502

გადაწყვეტილება, II..93,96;

[2]Brandenburg v. Ohio, 395 U.S. 444;

[3]უიტნი კალიფორნიის წინააღმდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლო, 274 U.S. 357, 1927 წლის 16 მაისი, მოსამართლე ბრანდაისის თანმხვედრი აზრი.

[4]ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, საჩივრის № 5493/72, გადაწყვეტილება, 1976 წლის 7 დეკემბერი, § 49; Sunday Times გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, საჩივრის № 6538/74, გადაწყვეტილება, 1979 წლის 26 აპრილი, § 65; ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ, საჩივრის № 9815/82, გადაწყვეტილება, 1986 წლის 8 ივლისი, § 41; დალბანი რუმინეთის წინააღმდეგ, საჩივრის № 28114/95, გადაწყვეტილება, 1999 წლის 28 სექტემბერი.

[5]ვენეციის კომისიის 2008 წლის 23 ოქტომბრის ანგარიში (CDL-AD(2008)026);

 

უკან