დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
EMJKL
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 11 თებ 2015

"ქალები ცვლილებებისთვის" - კონკურსი ბლოგერებისთვის ადგილობრივი ლიდერი ქალების გამოსავლენად

მედიის განვითარების ფონდი საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხარდაჭერით აცხადებს ბლოგერების კონკურსს "ქალები ცვლილებებისთვის".

კონკურსის მიზანია ადგილობრივი ლიდერი ქალების გამოვლენა და საზოგადოებისთვის გაცნობა.

წარმოდგენილი ნამუშევრები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • ბლოგი უნდა შეეხებოდეს ლიდერ ქალებს, რომლებიც თავიანთი სამოქალაქო აქტიურობით და საზოგადოებრივ პროცესებში ჩართულობით ადგილებზე ცვლილებებს უწყობენ ხელს;
  • მასალა წარმოდგენილი უნდა იყოს ვებ-ბმულის ან ვორდის ფაილის სახით; ვიდეო ბლოგის შემთხვევაში კი ვიდეო ფაილის ან youtube ლინკის სახით;
  • წარმოდგენილი მასალა არ უნდა შეიცავდეს სიძულვილის ენას, დისკრიმინაციულ გამონათქვამებს და უცენზურო ლექსიკას.

10 საუკეთესო ბლოგის ავტორი და 10 ლიდერი ქალი ციფრული ტექნიკით და სერტიფიკატებით დაჯილდოვდება.

საკონკურსო ნამუშევრების გამოგზავნა შესაძლებელია მედიის განვითარების ფონდის ელექტრონულ მისამართზე mdfgeo@gmail.com . განაცხადში ასევე მითითებული უნდა იყოს კონკურსანტის საკონტაქტო ინფორმაცია.

მასალების მიღების ბოლო ვადა 15 მარტია.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონებზე: 577751064 , შაბათ-კვირის გარდა.


უკან