განცხადებები
მედიის
განვითარების ფონდი - MDF პროექტის "დემოკრატიის ტური: არჩევნებიდან ინსტიტუტებამდე"
ფარგლებში იწვევსახალციხესა და ახალქალაქში
მცხოვრენ 14-25 წლამდე ახალგაზრდებს იმიტირებულ საარჩევნო პროცესში მონაწილეობის მისაღებად.
განაცხადების
საფუძველზე შერჩეული 20 მონაწილე საარჩევნო საკითხებში წინასწარ მომზადებას გაივლის.
მონაწილეები დაგეგმავენ და ჩაატარებენ სიმულაციურ საარჩევნო კამპანიას და არჩევნებს.
იმიტირებული პროცესი ადგილობრივი ტელევიზიებით
გადაიცემა.
იმიტირებული
პროცესის 20 მონაწილისგან ჟიური თითო რეგიონიდან 2 საუკეთესო კანდიდატს გამოავლენს,
რომლებიც პროექტის ფინალურ ეტაპზე დემოკრატიის ტურში მიიღებენ მონაწილეობას და თბილისსა
და ბათუმში საქართველოს პარლამენტში, საკონსტიტუციო სასამართლოში, ცენტრალურ საარჩევნო
კომისიაში, სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და საზოგადოებრივ მაუწყებელში გამართავენ
შეხვედრებს.
კონკურსში
მონაწილეობის მსურველებმა 20 ივლისამდე უნდა შეავსონ განაცხადის ელექტრონული ფორმა:
პროექტი საარჩევნო
სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება.
MDF-ის რეგიონული პარტნიორები არიან დემოკრატ მესხთა კავშირი (ახალციხე) და
სამოქალაქო განათლება სამართლებრივი სახელმწიფოსთვის (ახალქალაქი).