განცხადებები
8 ივლისს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა
გაავრცელა განცხადება,
რომელიც მედიის განვითარების ფონდის კვლევას „საბიუჯეტო სახსრები სიძულვილის ენისა და ანტიდასავლური განწყობების მედიაში" ეხმაურება. განცხადებაში
აღნიშნულია, თითქოს MDF-ის ანგარიშში საუბარია
არა კონტრაქტებზე, არამედ, ბეჭდური პრესის გამოწერაზე, განურჩევლად მათი საინფორმაციო
პოლიტიკისა.
ვთვლით, რომ მთავრობის
ადმინისტრაციის კომენტარი არის მონაცემებით მანიპულირება და საზოგადოების შეცდომაში
შეყვანა.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს,
რომ ჩვენს კვლევაში საერთოდ არ შესულა სახელმწიფო უწყებების მიერ ბეჭდური მედიის გამოწერის
თანხები და შესაბამისად, ეს არგუმენტი იმ პრობლემის ასახსნელად ვერ გამოდგება, რომელსაც
ჩვენი ანგარიში ასახავდა. კვლევის მიზანი იყო, ეჩვენებინა, რამდენად იცავს სახელმწიფო
ანტიდისკრიმინაციულ პოლიტიკას, რომელიც რასიზმისა და
შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპის კომისიას (ECRI) ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოებისადმი
აქვს შემუშავებული და ავალდებულებს ხელისუფლებებს, არადისკრიმინაციული პოლიტიკის დაცვა
კონტრაქტების გაცემის წინაპირობად აქციონ. ამდენად, კვლევაში მნიშვნელოვანი იყო არა
თანხების მოცულობა, არამედ მათი იმ მედია საშუალებებზე გაცემის მიზენშეწონილობის პრობლების
ჩვენება, რომელთაც დაუფარავი დისკრიმინაციული სარედაქციო პოლიტიკა აქვთ.
იმის საილუსტრაციოდ, რომ კვლევაში ასახული მონაცემები
სარეკლამო ხელშეკრულებებს შეეხება და არა გაზეთის გამოწერას, განცხადებას თან ვურთავთ
რამდენიმე კონტრაქტის ასლსს, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსერთიან ელექტრონულ ბაზაში ნებისმიერი მოქალაქისთვის არის ხელმისაწვდომი, ასევე იმ ხელშეკრულების
ასლებს, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სამინისტროს დაქვემდებარებულმა საჯარო
სამართლის იურიდიულმა პირებმა სასამართლო დავის ეტაპზე მოგვაწოდეს.
და ბოლოს, პრესსამსახურის განცხადება მხედველობაშიც
რომც მივიღოთ, ერთობ არადამაჯერებელ სურათს ვიღებთ: ქვემოთ მოყვანილი წლიური სახელშეკრულებო
თანხების მიხედვით გამოდის, რომ საშუალოდ თითო გაზეთის ღირებულება ცალკეულ უწყებას
გამოწერით სულ მცირე 25-დან 100 ლარამდე უჯდება, მაშინ, როცა მათი საცალო ღირებულება
1 ლარიდან 2,50 ლარამდეა. ხოლო ჟურნალი „ტაბულა", რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის
პრესსამსახურის განცხადებაში იმ გამოცემათა ჩამონათვალშია მოყვანილი, რომელთაც სახელმწიფო
უწყებები იწერენ, თავად „ტაბულას" რედაქციის განცხადებით,
უკვე ერთი წელია აღარ გამოდის.
დანართი #1. ბეჭდვითი მედია (კონტრაქტების ნაწილი):
სამინისტრო/სსიპ
|
გაზეთი
|
ხელშეკრულების საგანი
|
ღირებულება
|
შინაგან საქმეთა სამინისტროს
სსიპ დაცვის პოლიცია
|
„ალია" ჰოლდნგი
|
დამკვეთის მიერ მიწოდებული სარეკლამო მასალის გამოქვეყნება |
36 000 ლარი
|
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი |
„საქართველოს რესპუბლიკა"
|
ხელშეკრულება გ.ტ. #5-13 (SPA120029080), 2013
მიმწოდებლის მიერ შემსყიდველის საქმიანობასთან დაკავშირებით განცხადებების ბეჭდვის და გავრცელების მომსახურება (45 000 სმ2). |
14099.85ლარი
|
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი |
„საქართველოს რესპუბლიკა"
|
ხელშეკრულება # 2-14 (SPA130028780), 2014
მიმწოდებლის მიერ შემსყიდველის საქმიანობასთან დაკავშირებით განცხადებების ბეჭვდის და გავრცელების მომსახურება (45 000 სმ2). |
13 950 ლარი
|
აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
|
„საქართველოს რესპუბლიკა"
|
ხელშეკრულება #40
(SPA 140001459), 2014
განცხადებების ბეჭდვისა და გავრცელების მომსახურება
|
6893 ლარი
|
გარემოსა
და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპი გარემოს ეროვნული სააგენტო
|
„საქართველოს რესპუბლიკა"
|
ხელშეკრულება #1-11 (CMR 140019339) 2014; # 1-233 (CMR140146432) 2014; ურთიერთშეთანხმების აქტი #1.
განცხადების ბეჭდვა და გამოქვეყნება.
|
სულ 5488,48 ლარი
|
შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ-ი 112
|
„ალია" ჰოლდინგი
|
ხელშეკრულება #4, 2013 საიტზე დამკვეთისგან მიწოდებული ბანერების, პრესრელიზების და ანონსების განთავსება. |
4 200 ლარი
|
შრომის, ჯანმრთელობის
და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ-ი სოციალური მომსახურების სააგენტო
|
„ასავალ-დასავალი"
|
ხელშეკრულება #158 (CMR 130107078), 2013.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მიწოდებული ბუკლეტების განთავსება 2013 წლის 8 ივლისის „ასავალ-დასავალში". |
1200 ლარი
|
დანართი #2. სატელევიზიო მედია
სამინისტრო/სსიპ
|
ტელევიზია
|
ხელშეკრულების საგანი
|
ღირებულება
|
შინაგან საქმეთა სამინისტრო
|
„ობიექტივი"
|
ხელშეკრულება #268, 2014
სოციალური ვიდეო რგოლების „ობიექტივის" ეთერში განთავსება |
9, 178.04 ლარი
|
შინაგან საქმეთა სამინისტრო
|
„ობიექტივი"
|
ხელშეკრულება #1270,
2013
სარეკლამო მასალის „ობიექტივის" ეთერში განთავსება |
5, 000 ლარი
|
შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ-ი მომსახურების სააგენტო
|
„ობიექტივი"
|
ხელშეკრულება #494,
2013
სარეკლამო საინფორმაციო მასალის "ობიექტივის" ეთერში განთავსება
|
10, 501.71USD
|
თავდაცვის სამინისტრო
|
„ობიექტივი"
|
ხელშეკრულება #347,
2014
ტელეეთერის დროის შესყიდვა,
რეკლამის განთავსება
|
5, 461.71 USD
|
განათლების სამინისტრო
|
„ობიექტივი"
|
ხელშეკრულება #08-109/2,
2013
სარეკლამო მასალის „ობიექტივის" ეთერში განთავსება |
4, 800 ლარი
|
ღვინის სააგენტო
|
„ობიექტივი"
|
ხელშეკრულება #254 (CMR 130310221) , 2013
რეკლამის განთავსება |
5, 000 ლარი
|