დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
MKEMY
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 19 ივლ 2015

18 ივლისს კანცელარიასთან აქციის ჩატარებამდე განვითარებული მოვლენები შეკრებისა და გამოხატვის უფლებაში გაუმართლებელ ჩარევას წარმოადგენდა

ხელმომწერი ორგანიზაციები 18 ივნისს მთავრობის კანცელარიასთან დაგეგმილი აქციისStop Russia" ჩატარებამდე განვითარებულ მოვლენებს შეკრებისა და გამოხატვის უფლებაში გაუმართლებელ ჩარევად ვაფასებთ. შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება დემოკრატიულ საზოგადოებაში ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და ქვეყნის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებით. ამ ვალდებულებების საპირისპიროდ, პოლიციელთა ქმედებები მიმართული იყო მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვის, ამ უფლებით სარგებლობაში ხელის შეშლისაკენ და არ ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზნებს.

აქციის დაწყებამდე მოვლენები ქრონოლოგიურად ასე განვითარდა:

დილიდან აქციის ორგანიზატორებს კანცელარიის შენობის მიმდებარედ სცენის დამონტაჟების შესაძლებლობას პოლიციის თანამშრომლები არ აძლევდნენ. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მათ არ განუმარტავდნენ ამ შეზღუდვის სამართლებრივ საფუძველს.

აღსანიშნავია, რომშეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონით არ არის აკრძალული სასცენო კონსტრუქციების განლაგება იმგვარ ადგილებში, სადაც ამას ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვა არ მოჰყვება. ორგანიზატორთა განმარტებით, სცენის დამონტაჟება კანცელარიის წინ არსებულ ტერიტორიაზე იგეგმებოდა, რომელიც არ განეკუთვნება ტრანსპორტის სამოძრაო ადგილს და მას შედეგად გზის გადაკეტვა არ შეიძლებოდა მოჰყოლოდა. ამდენად, პოლიციელთა ქმედება, არ დაეშვა სცენის გამართვა მთავრობის კანცელარიის წინ, არ შეიძლებოდა ნაკარნახევი ყოფილიყო კანონის მოთხოვნებით.

დაახლოებით 14:00საათზე პოლიციის თანამშრომლებმა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ლექსო მაჭავარიანიდააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მისი დაკავება სწორედ სცენის დამონტაჟებასთან დაკავშირებულ საკითხის გარკვევას მოჰყვა. დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173- მუხლის საფუძველზე განხორციელდა, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში ამ მუხლის გამოყენება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ერთგვარიარაღს" წარმოადგენს, როდესაც აქციის მონაწილის დაკავება სრულიად უსაფუძვლოდპოლიციის თანამშრომლის კანონსაწინააღმდეგო მოთხოვნის დაუმორჩილებლობის საბაბით ხორციელდება. გავრცელებული კადრებით არ იკვეთება ლექსო მაჭავარიანის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი; ამდენად, მისი დაკავება სწორედ ამ მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებად შეიძლება შეფასდეს.

14:30 წუთისათვის გავრცელდაინფორმაცია, რომ მანქანა, რომელშიც მოთავსებული იყო სცენის კონსტრუქცია, პოლიციის მითითებით გადაადგილდა და აქციის ორგანიზატორებისათვის უცნობი იყო მისი ადგილსამყოფელი. ასევე ვერ ხერხდებოდა მძღოლთან დაკავშირება.

მართალია, მოგვიანებით აქციის ორგანიზატორებმა შეძლეს აქციის გამართვა, თუმცა ვაფასებთ რა აქციის წინმსწრებ მოვლენებს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებაში გაუმართლებელ ჩარევად, მოვუწოდებთ:

საქართველოს ხელისუფლებას:

·უზრუნველყოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვა და პატივისცემა;

საქართველოს პროკურატურას:

·დაუყოვნებლივ შეისწავლოს ინციდენტში მონაწილე პოლიციელთა ქმედებები შესაძლო დანაშაულის, ადმინისტრაციული გადაცდომისა თუ დისციპლინური დარღვევების იდენტიფიცირების მიზნით; მათი გამოვლენის შემთხვევაში, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება;

·თუ გამოვლინდება, რომ პოლიციელები მოქმედებდნენ ზემდგომი პირების დავალებით, შესწავლილ იქნეს ამ დავალების შესაბამისობა კანონთან და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ზემდგომი პირების მიმართ გამოყენებულ იქნეს კანონით გათვალისწინებული ზომები;

·გაატაროს პრევენციული ზომები მომავალში პოლიციელთა მხრიდან შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების ხელშეშლის აღსაკვეთად.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (PHR)

საერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველო

ფონდი ღია საზოგადოებასაქართველო

იდენტობა

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

ადამიანის უფლებათა ცენტრი

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

 
უკან