დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
VRZRD
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 07 აგვ 2015

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით

 

ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმაურებით სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საკუთრებასთან დაკავშირებით ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და ქონების დაყადაღების გადაწყვეტილებას, რამაც შესაძლოა, ხელი შეუშალოს საქართველოში ყველაზე რეიტინგული, კერძო ტელეკომპანიის სრულფასოვან ფუქნციონირებას.

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ცნობით, ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზეაღსრულების ეროვნულმა ბიურომ უკვე დააყადაღა ტელეკომპანიის ქონება.

ამ დრომდე კომპანიის თანამესაკუთრეობაზე და მოსალოდნელ სამართლებრივ დავაზე არაერთ პირს განუცხადებია, მათ შორის არა მხოლოდ ტელეკომპანიასთან უშუალოდ დაკავშირებულ, არამედ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს. რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა არაერთხელ გამხდარა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების საჯარო კრიტიკის საგანი. ამ ფონზე, უშუალოდ კომპანიის მიმართ სამართლებრივი შედეგის მქონე ქმედებები პირველად განხორციელდა.

მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებულ დავას აქვს კერძო სამართლებრივი ხასიათი, ზოგადი პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მთელი ამ პროცესის მიღმა შეიძლება პოლიტიკური ინტერესი იკვეთებოდეს. ეს ეჭვები ხელისუფლების წარმომადგენლების არაერთი განცხადებით კიდევ უფრო მყარდება. საქართველოში მედიის თავისუფლების და პლურალიზმის განვითარებისათვის აუცილებელია, ამ ეჭვის გაქარწყლება, რისთვისაც პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად უნდა წარიმართოს და ტელეკომპანიის ნორმალურ ფუნქციონირებას ხელი არ შეეშალოს. მოვლენების ასეთი განვითარება განსაკუთრებით სახიფათო შეიძლება, აღმოჩნდეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში, რა დროსაც სამართლიანი და თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნვესაყოფად პლურალიზმს და მოსაზრებათა მრავალფეროვნებას დემოკრატიული პროცესისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოში მედიის თავისუფლების მიმართ და ყურადღებით დააკვირდება რუსთავი 2-ის ირგვლივ მოვლენების განვითარებას. 

მედიის განვითარების ფონდი - MDF

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - GDI

საქართველოს რეფორმების ასოციაცია - GRASS

ტოლერანტობისა და მარავალფეროვნების ინსტიტუტი - TDI


 

 

უკან