დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
EQSSD
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 15 მარ 2013

განცხადება გადაცემა "პოლიტმეტრში" პროფესიული სტანდარტის უგულვებელყოფის ფაქტზე

გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ, ჩვენი აზრით, სახიფათო პრეცედენტებზე, რომელმაც თავი იჩინა ქართულ მედიასივრცეში და ადამიანის პირადი საიდუმლოების გასაჯაროებას ეხება. მიმდინარე  წლის 14 მარტს, ტელეკომპანია "მაესტროს”ეთერში გასულ  გადაცემა "პოლიტმეტრში” მოწვეულმა რესპონდენტმა, მინდია უგრეხელიძემ, კომენტარი გააკეთა პრემიერ მინისტრის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ჯანმრთელობის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე და ბრძანა: " . . . ადამიანი, რომელიც შეპყრობილია რომელიმე მძიმე სენით და რომელიც განიცდის მთავრობის ძლიერ მხარდაჭერას, საერთოდ უნდა ჩამოშორდეს მართლმსაჯულებას იმიტომ, რომ იგი აღარ შეიძლება იყოს მიუკერძოებელი”. 


ჩვენ არ განვიხილავთ რესპონდენტის განცხადების ეთიკურობასა და ფაქტთან შესაბამისობას, თუმცა ყურდღებას ვამახვილებთ თავად თოქშოუს წამყვანის ნინო ჟიჟილაშვილის ჟურნალისტურ პოზიციაზე ამ ვითარებაში. მიგვაჩნია, რომ მას, როგორც გადაცემის წამყვანს უნდა  მიეთითებინა რესპონდენტისთვის ასეთი განცხადების გაკეთების დაუშვებლობაზე, რადგან შეილახა არა მარტო ადამიანის პირადი საიდუმლოების დაცვის ვალდებულება, არამედ მისი პიროვნული და პროფესიული ღირსება.

სამწუხაროდ, რესპონდენტის არაკორექტულ გამონათქვამებზე რეაგირების უგულვებელყოფა წამყვანებისა და ჟურნალისტების მიერ ტენდენციად იქცა საქართველოს სხვადასხვა მედია-საშუალებებში. ამიტომ, გვინდა შევახსენოთ მედიას მაუწყებელთა ქცევის კოდექსის ის დებულება, რომელიც მათ ავალდებულებს, "დაიცვან ბალანსი ინფორმაციის თავისუფლებასა და ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ლეგიტიმურ მოლოდინს შორის” (მუხლი 34). მით უფრო, რომ სადისკუსიო საკითხს – სასამართლო რეფორმას არავითარი კავშირი არ აქვს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, რაც პერსონალურ ინფორმაციას წარმოადგენს და დაცულია კანონმდებლობით. პროფესიული სტანდარტი მოითხოვს, რომ რესპონდენტის მიერ ასეთი დაუსაბუთებელი პარალელის გავლების შემთხვევაში, ინტერვიუერმა ადეკვატური რეაგირება მოახდინოს მსგავს არალეგიტიმურ და არაეთიკურ გამოხატვაზე. 


მედიის განვითარების ფონდი

15 მარტი, 2013 წ.

უკან