დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
VZUXD
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 05 თებ 2016

არასამთავრობოები "მაესტროს" მენეჯმენტს "ბიზნესკონტაქტის" სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობისკენ მოუწოდებენ

ბიზნესგაერთიანებები და არასამთავრობო ორგანიზაციები ტელეკომპანია "მაესტროს" ახალ მენეჯმენტს საზოგადოებრივი აზრის გათავლისწინებისკენ მოუწოდებენ, რათა გადაცემა "ბიზნესკონტაქტის" სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა არ მოხდეს.
 
"გავრცელებული ინფორმაცით, ტელეკომპანია მაესტროში მენეჯმენტის ცვლილებასთან ერთად შესაძლოა გადაცემა "ბიზნესკონტაქტის" ფორამატის და სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება, რაც ვფიქრობთ საზიანოა, ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების და დემოკრატიის განვითარებისათვის. გადაცემა "ბიზნესკონტაქტი" დღიდან დაარსებისა გამოირჩეოდა ობიექტურობით მიუკერძოებლობით და მაღალი პროფესიონალიზმით, რომელიც ეკონომიკურ სივრცეში ერთერთი ყველაზე რეიტინგული გადაცემაა. მივმართავთ ახალი მენეჯმენტის წარმომადგენლებს, გაითვალისწინონ საზოგადოებრივი აზრი და არ ჩაერიონ სარედაქციო პოლიტიკაში", - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: 
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, 
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი,
საერთაშორისო გამჭვირვალობა,  
საზოგადოება და ბანკები, 
სიდა, 
სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი, 
მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია, 
მენაშენეთა ასოციაცია, 
ექსპორტის განვითარების ასოციაცია,
მედიის განვითარების ფონდი, 
საქრთველოს ატლანტიკური საბჭო, 
ბიზნეს ასოციაცია ქალები მომავლისათვის, 
ელენე ხოშტარია.
უკან