განცხადებები
11 მარტს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ერთ-ერთი პოლიტიკური პირის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალა. სააგენტო ინტერპრესნიუსმა 16:11 სთზე გაავრცელა ინფორმაცია ამ ფაქტის შესახებ, რომელიც აღნიშნული პირის, ასევე გავრცელების არხის იდენტიფიცირების შესაძლობლობას იძლეოდა.
მედიის
განვითარების ფონდი მოუწოდებს სააგენტო ინტერპრესნიუსს, ასევე სხვა მედია საშუალებებს,
არ დაუშვან პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ტირაჟირება, მიუხედავად იმისა, თუ
რამდენად სანდოა ან საეჭვოა ასეთი კადრების წარმომავლობა.
P.S.
ანალოგიური შინაარსის მასალა რადიო "ფორტუნამაც” გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ IPN-ისა და რადიო ფორტუნას ინფორმაციის აღწერილობითი
ნაწილი სიტყვა-სიტყვით ემთხვევა ერთმანეთს, ხოლო ინფორმაციის წყარო მასალაში მითითებული
არ არის.