დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
RJHMR
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 02 ივნ 2016

MDF მაესტროს მენეჯმენტის მიერ ჟურნალისტთა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას შემაშფოთებლად მიიჩნევს

მედიის განვითარების ფონდი (MDF) შემაშფოთებლად მიიჩნევს მაესტროს გენერალური დირექტორის ზურაბ ნაყეურის გადაწყვეტილებას, გადაცემების "საქმიანი დილა" და "ბიზნესკონტაქტის” პროდიუსერისა და ჟურნალისტებისთვის შრომითი კონტრაქტის შეჩერების თაობაზე, რისი მიზეზიც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, მათი გადაცემა "არჩევანში” მონაწილეობა გახდა.
 
2 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "მაესტროს გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, "ბიზნესკონტაქტის” თანამშრომლების თამუნა ქემერტელიძეის, თელარა გელანტიას, ელენე კვანჭილაშვილისა და ბექა ბაციკაძის რუსთავი 2-ის გადაცემა "არჩევანში” მონაწილეობის ფაქტზე სამსახურებრივი მოკვლევა ჩატარდება, მოკვლევის დასრულებამდე კი მათ შრომითი კონტრაქტები შეუჩერდებათ.
 
ვთვლით, რომ მაესტროს მენეჯმენტის ეს გადაწყვეტილება გამოხატვის თავისუფლების დაუსაბუთებელ შეზღუდვას წარმოადგენს, მით უფრო, როცა საქმე კოლეგების მიმართ ჟურნალისტური სოლიდარობის გამოხატვას ეხება. მომხდარი ადასტურებს, რომ საქართველოში ჟურნალისტთა პროფესიული უფლებრივი მდგომარეობა საკმაოდ მყიფეა, რაც მათ მფლობელების წინაშე პრაქტიკულად დაუცველად აქცევს. 
უკან