დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
AGRFL
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 27 ივლ 2016

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება “სამართალდამცველთა რეფორმების ცენტრის” ხელმძღვანელის ცემის ფაქტზე


ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები გამოვხატავთ შეშფოთებას ააიპ „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელ - ზვიად კუპრავაზე, სანდრო ბრეგაძის და მის თანხლები პირების მხრიდან განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის გამო და მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ მიიღონ სათანადო ზომები, დაიწყონ გამოძიება, რომელსაც წარმართავენ ეფექტურად და გამჭრვალედ, ხოლო მოძალადე პირები მყისიერად მისცენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

მიგვაჩნია, რომ თავდასხმის დროს გაკეთებული განცხადებები სამართლიანად აჩენს საფუძლიან ეჭვს, რომ ფიზიკური ძალადობა მოტივირებული იყო დისკრიმინაციის ნიშნით, რაც ზვიად კუპრავას სამოქალაქო და პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირდება.

განსკუთრებით შემაშფოთებელია, ის ფაქტი, რომ ეს არაა წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირებზე ძალადობის პირველი შემთხვევა. მსგავს ფაქტებზე არასათანადო რეაგირება მიგვაჩნია რომ საფრთხეს უქმნის მშვიდობიან წინასაარჩევნო გარემოს და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ამავდროულად 2016 წლისსაპარლამენტო არჩევნების სამართლიანად და არაძალადობრივ გარემოში ჩატარება მნიშვნელოვანი წინაპირობაა საქართველოს შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის.
 
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
ადამიანის უფლებათა ცენტრი 
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
ლგბტ საქართველო
უკან