MDF-ის ტრენინგი რეგიონული მედიისთვის საგამოძიებო ჟურნალისტიკაში: ელექტრონული მონაცემების მოპოვება და მონაცემთა ვიზუალიზაცია
მედიის განვითარების ფონდი (MDF), ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, აცხადებს კონკურსს რეგიონული მედიისთვის - პროექტ "ელექტრონული სერვისებისა და ახალი მედიის შესაძლებლობები საგამოძიებო ჟურნალისტიკის განვითარების" ფარგლებში.
კონკურსის საფუძველზე შერჩეული რეგიონული მედიის წარმომადგენლები გაივლიან მომზადებას ორი მიმართულებით:
** ელექტრონული მმართველობის სერვისების გამოყენება ინფორმაციის მოსაპოვებლად საგამოძიებო ჟურნალისტიკის მიზნებისთვის და მთავრობის მეტი გამჭვირვალობის მისაღწევად;
** მონაცემთა ვიზუალიზაციის თანამედროვე მეთოდების გამოყენება.
ტრენინგის გავლის შემდეგ, პროექტის მე-2 ეტაპზე, MDF გამოაცხადებს კონკურსს რეგიონულ თემატიკაზე ჟურნალისტური გამოძიებების წახალისების მიზნით. ჟურნალისტებს მიეცემათ 2 თვე საგამოძიებო მასალების შესაქმნელად. ნამუშევრების მომზადების ეტაპზე MDF-ის ექსპერტები კონსულტაციას გაუწევენ ჟურნალისტებს, როგორც მონაცემების შეგროვების, ასევე ვიზუალიზაციის პროცესში.
პროექტის ბოლოს გამოვლინდება კონკურსში გამარჯვებული 3 საუკეთესო ნაშრომი, რომლის ავტორები სერტიფიკატებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან.
ტრენინგში მონაწილეობის მსურველმა, რეგიონული მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა, უნდა შეავსონ
განაცხადის ფორმა 12 სექტემბრამდე.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით
ნინო დევიძეს ტელ: 598 284 679
ან მოგვწერეთ მეილზე: mdfgeo@gmail.com