დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
CAUBA
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 14 მარ 2010

მდფ-ის განცხადება იმიტირებულ ქრონიკასთან დაკავშირებით

2010 წლის 13 მარტს, ტელეეკომპანია "იმედის” ეთერში გასულმა  ე.წ. "სპეციალურმა რეპორტაჟმა”, რომელშიც მოდელირებული იყო რუსეთის ფედერაციის  შესაძლო  სამხედრო ინტერვენცია საქართველოში, საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია და მოქალაქეთა საფუძლიანი შეშფოთება გამოიწვია.

 

მიგვაჩნია, რომ ტელეკომპანიის მიერ, უმნიშვნელოვანესი  თემის ამ გზით აქტუალიზების მცდელობა არის სამოქალაქო და პროფესიული უპასუხისმგებლობა და გამოუსწორებელ ზიანს  აყენებს საქართველოში მედიის განვითარებისა და მისდამი ნდობის გაღრმავების  პერსპექტივას.


მივმართავთ კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, კომისისათვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, შეისწავლოს აღნიშნული გადაცემის შესაბამისობა "მაუწყებლის კოდექსთან” მიმართებაში და დარღვევის აღმოჩენის შემთხვავაში დააკისროს კომპანიას კანონით დადგენილი სანქციები. 

უკან