დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
XFTBO
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 13 მაი 2013

მედიის განვითარების ფონდის განცხადება სოციალური მედიით გავრცელებული გადაუმოწმებელი მასალების გავრცელებასთან დაკავშირებით

მედიის განვითარების ფონდი ეხმიანება ქართულ მედია სივრცეში ბოლო დროს გამოვლენილ სახიფათო ტენდენციას, რაც მედია საშუალებების მიერ სოციალურ ქსელებში გავრცელებული მასალების გადაუმოწმებელ ტირაჟირებაში გამოიხატება. სწორედ ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი 12 მაისს, როდესაც ტელეკომპანია "მაესტროს” 15 საათიან გამოშვებაში გავიდა ერთ-ერთ რესტორანში მამაკაცის მიერ ქალების ცემის კადრები, როგორც 11 მაისს, თბილისში რესტორან "ლა ტრუფში” ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებსა და რამოდენიმე მოქალაქეს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ამსახველი ვიდეო მასალა.

მისასალმებელია ის, რომ მოგვიანებით ტელეკომპანია "მაესტრომ” ამ ფაქტის გამო ბოდიში მოიხადა. თუმცა, ამასთანავე გვინდა მოვუწოდოთ ყველა მედია საშუალებას, მომავალში მეტი სიფრთხილით მოეკიდნონ მსგავსი საეჭვო კადრების, როგორც სრულიად სხვა ინციდენტთან დაკავშირებული რეალური ფაქტის ტირაჟირებას. სოციალური ქსელით გავრცელებული მასალა მედია საშუალებებისგან დამატებით გადამოწმებას მოითხოვს. მით უმეტეს, რომ აღნიშნულ შემთხვევაში, დიდი ძალისხმევა არ სჭირდებოდა იმის გარკვევას, რომ გავრცელებული მასალა უცხო ქვეყანაში მომხდარ ვითარებას ასახავდა და არაფერი ჰქონდა საერთო თბილისში განვითარებულ მოვლენებთან.

აქვე მედია საშუალებებს შევახსენებთ მაუწყებელთა ქცევის კოდექსის იმ ნორმებს, რომლებიც მათ ზუსტი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფას ავალდებულებს. კერძოდ, მე-14 მუხლის თანახმად:

1. მაუწყებელი ვალდებულია, უზრუნველყოს აუდიტორია სანდო და ზუსტი ინფორმაციით და არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება.

3. მაუწყებელმა უნდა გაითვალისწინოს ინფორმაციის წყაროს შესაძლო დაინტერესება ან მიკერძოებლობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება საზოგადოებრივი ინტერესის შემცველ საკითხთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებას და მიიღოს ყველა გონივრული ზომა გადაცემული ინფორმაციის სისრულისა და სიზუსტის უზრუნველსაყოფად.

4. არსებული შესაძლებლობების ფარგლებში მაუწყებელი უნდა დაეყრდნოს პირველწყაროს და საკუთარი ძალისხმევით მოპოვებულ ინფორმაციას. როგორც წესი, მაუწყებელი არ უნდა დაეყრდნოს ინფორმაციის მხოლოდ ერთ წყაროს და სხვა წყაროებიდანაც უნდა მოიძიოს ინფორმაცია.


მედიის განვითრების ფონდი

13 მაისი, 2013
უკან