დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
CSKXA
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 08 ოქტ 2016

მედიის განვითარების ფონდის განცხადება მარნეულში ტელეკომპანია “იმედის” კამერის დაზიანების გამო

8 ოქტომბერს, მარნეულის #48 საარჩევნო უბანზე დაპირისპირების დროს ტელეკომპანია "იმედის” გადამღებ ჯგუფს საქმიანობის მხრივ პრობლემები შეექმნა: ქვების დაშენის დროს ოპერატორს კამერა დაუმტვრიეს. როგორც მედიის განვითარების ფონდს "იმედის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ნანა ლეჟავამ განუცხადა, დაზიანებული კამერის გამო არხის გადამღები ჯგუფი ტელევიზიას ადგილზე მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის საშუალებით აწვდის.

მოვუწოდებთ საარჩევნო სუბიექტებს ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა მისცენ, ხოლო სამართალდამცავ ორგანოებს, ამ ინციდენტზე რეაგირება მოახდინონ.
უკან