განცხადებები
მედიის განვითარების ფონდი (MDF), ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, პროექტ "ელექტრონული სერვისებისა და ახალი მედიის შესაძლებლობები საგამოძიებო ჟურნალისტიკის განვითარების” ფარგლებში, აცხადებს კონკურსს. კონკურსის შედეგად გამოვლინდება რეგიონულ თემატიკაზე შექმნილი 3 საუკეთესო ჟურნალისტური საგამოძიებო ნამუშევარი. საკონკურსო მასალა შემდეგ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს:
გამოქვეყნებული იყოს 2016 წლის 15 მარტიდან 2017 წლის 15 მარტამდე პერიოდში ტელევიზიაში, რადიოში, გაზეთში ან ონლაინ გამოცემაში;
ასახავდეს რეგიონში არსებულ პრობლემებს და წარმოადგენდეს საჯარო ინტერესის საგანს;
ეყრდნობოდეს რამოდენიმე წყაროს და დაცული იყოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსის და ჟურანლისტური ეთიკის ქარტიის პრინციპები;
მასალა წარმოდგენილი იყოს: სატელევიზიო სიუჟეტის შემთხვევაში, flv ან mp4 ვიდეო ფაილის ან იმ მედია საშუალების ვებ-გვერდის ბმულის სახით, სადაც ჟურნალისტური გამოძიება გამოქვეყნდა; რადიოს შემთხვევაში Mp3 ფორმატის ფაილის ან ელექტრონული ბმულის სახით; გაზეთის შემთხვევაში - ონლაინ ბმულის ან დასკანერებული ფაილის სახით; ონლაინ გამოცემის შემთხვევაში - ელექტრონული ბმულის სახით.
სასურველია გამოყენებული იყოს:
ელექტრონული მონაცემთა ბაზებიდან ერთ-ერთი (procurement.gov.ge, my.gov.ge, declaration.gov.ge, napr.gov.ge, sao.ge, nbg.gov.ge);
მონაცმეთა ვიზუალიზაციის ერთ-ერთი ფორმა (ინფოგრაფიკა, თაიმლაინი. Storymap, Atavist ).
საკონკურსო ჟიური გამოავლენს 3 საუკეთესო ნაშრომის ავტორს. გამარჯვებულები სერტიფიკატებითა და ელექტრონული ტექნიკით თბილისში გამართულ სპეციალურ ღონისძიებაზე დაჯილდოვდებიან.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ჟურნალისტებმა თქვენი ნამუშევრები 2017 წლის 15 მარტამდე უნდა გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdfgeo@gmail.com .
ელექტრონული წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ,,ჟურნალისტური გამოძიების კონკურსი”. წერილში მიუთითეთ იმ მედია საშუალების ვებ-მისამართი, სადაც გამოქვეყნდა თქვენი ნაშრომი და სხვა დამატებითი ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ, ასევე თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ-მისამართი).