დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
VRDOJ
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 12 იან 2017

„კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ განცხადება საქართველოს მთავრობის მიერ გაზრომთან ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით

„კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის" ეხმაურება 2017 წლის 11 იანვარს გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, დათანხმდეს გაზპრომის პირობებს და ტრანზიტით გატარებული ბუნებრივი აირის საფასური მიიღოს ფულადი და არა აირის სახით, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.  

მიგვაჩნია, რომ ახალი პირობები აუარესებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას, ხოლო ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი არგუმენტები ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დამაკმაყოფილებელი არ არის. 

შევახსენებთ საზოგადოებას, რომ ეს საკითხი მწვავე დისკუსიის საგანი შარშანაც გახდა, თუმცა სამოქალაქო საზოგადოებისა და ექსპერტების ერთსულოვანი უარყოფითი შეფასების შედეგად კონტრაქტის პირობები უცვლელი დარჩა. მეტიც, ენერგეტიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრებზე სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა აღიარეს რა შესაძლო რისკები, აღუთქვეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებდნენ კონტრაქტის არსებული პირობების შესანარჩუნებლად. 

შესაბამისად მიგვაჩნია, რომ პირველ რიგში აუცილებელია ახალი ხელშეკრულების გასაჯაროება, რათა საზოგადოებას ჰქონდეს უფრო მეტი ინფორმაცია კონკრეტული დეტალების შესახებ. ამ ეტაპზე ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვფიქრობთ, რომ მთავრობის მხრიდან აუცილებელია დამატებითი განმარტების წარმოდგენა შემდეგ საკითხებზე:
  1.  რა შეიცვალა გასული წლის შემდეგ, მაშინ როდესაც ეს პოზიცია მიუღებელი იყო მთავრობისთვის შარშან?
  2.  რატომ უნდა მოხდეს სეზონური დეფიციტის  სწორედ რუსული გაზით შევსება?
  3.  რა ნაბიჯები გადაიდგა ერთი წლის განმავლობაში იმისათვის, რომ სეზონური დეფიციტის გათვალისწინებით,  დამატებითი მოცულობების უზრუნველყოფის   საკითხი განხილულიყო სხვა მომწოდებლებთან ?
  4.  შეესაბამება თუ არა გაზის ტრანზიტის საფასური ენერგოგაერთიანების მოთხოვნების შესაბამისად დათვლილ    საფასურს, და დამტკიცებულია თუ არა  საფასური სემეკის მიერ. 
  5.  რამდენად იყო მოლაპარაკებები უზრუნველყოფილი სტრატეგიული საექსპერტო  გათვლებით  და იყვნენ თუ არა ჩართული საერთაშორისო პარტნიორები იმისათვის, რომ მიგვეღო საუკეთესო პირობები.
ასევე, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ამ საკითხზე პარლამენტში სპეციალური მოსმენის გამართვა, სადაც მთავრობის წევრები გარდა ამ და შესაძლო სხვა კითხვებზე პასუხისა, წარმოადგენენ კომპლექსურ ხედვას ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ, ამ პოლიტიკის განხორციელების სტრატეგიაზე ერთიანი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ფარგლებში.       
  1. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო - Transparency International Georgia
  2. სამოქალაქო განვითარების სააგენტო - Civil Development Agency
  3. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - International Society for Fair Elections and Democracy
  4. ფონდი ღია საზოგადოება საქართველო - Open Society Georgia Foundation
  5. საქართველოს ატლანტიკური საბჭო - Atlantic Council of Georgia
  6. საქართველოს რეფორმების ასოციაცია - Georgia’s Reforms Associates
  7. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია - Georgian Farmers Association
  8. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი  - Institute for Development of Freedom of Information
  9. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი - The Economic Policy Research Center
  10. მწვანე ალტერნატივა - Green Alternative
  11. საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი - Georgian Center for Security and Development
  12. მედიის განვითარების ფონდი - Media Development Foundation
  13. საქართველოს გაეროს ასოციაცია - UN Association of Georgia
  14. საზოგადოება და ბანკები  - Society and Banks
  15. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი - Georgian Foundation for Strategic and International Studies
  16. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - Georgian Democracy Initiative
  17. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი - Georgian Institute of Politics
  18. სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი - Regional Centre for Strategic Studies
  19. კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი - In Depth Reporting and Advocacy Center
  20. ხმა საქართველოდან - Voice from Georgia
  21. ლიბერალური აკადემია თბილისი - Liberal Academy Tbilisi
  22. კავშირი საფარი - Union Sapari
  23. მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის - WEG

უკან