დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
KXITC
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 16 მაი 2013

მედიის განვითარების ფონდის განცხადება ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით

17 მაისი ჰომოფობიის და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს მსოფლიოს ქვეყნების დიდ ნაწილში მოქალაქეები სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ადამიანის უფლებათა
დარღვევას და მათ სტიგმატიზაციას აპროტესტებენ. ხვალ ამ პროტესტს საქართველოშიც შეურთდებიან. პარალელურად, ხვლავე დაგეგმილია საპროტესტო აქციები ჰომოფობიური ლოზუნგებით, რომლის მონაწილეებიც ადამიანის უფლებათა
დამცაველების მშვიდობიან აქციას აპროტესტებენ.

საქართველოს კონსტიტუცია შეკრებებისა და გამოხატვის თავისუფლების მყარ გარანტიებს ქმნის, რომლის დაცვის და უზრუნველყოფის ვალდებულება, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოს აკისრია. ამასთანავე, მედიის განვითარების ფონდი, მოუწოდებს საზოგადოებას, პატივი სცეს სხვათა
გამოხატვის თავისუფლებას.

მედიის განვითარების ფონდის მიერ ჩატარებული და მიმდინარე კვლევები ცხადყოფს, რომ სექსუალურ უმცირესობათა მიმართ საზოგადოებრივი განწყობების ჩამოყალიბებაში ხშირად ნეგატიურ როლს ასრულებს როგორც მედია, ასევე ცალკეულ საჯარო პირთა ჰომოფობიური განცხადებები. ამ ფონზე ფონდი
მიესალმება პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის საჯარო გზავნილებს, ლგბტ პირების კონსტიტუციური უფლებების დაცვასთან დაკავშირებით.

მედიის განვითარების ფონდი შეახსნებს ჟურნალისტებს, რომ მათი პროფესიული ვალია:

• თავი აარიდონ სიძულვილის გაღვივებას, ადამიანთა დისკრიმინაციას მათი სექსუალური ორიენტაციის ან სხვა ნიშნით; მოვლენები კი დაბალანსებულად და მიუკერძოებლად გაშუქონ.

ამასთანავე მოვუწოდებთ ჟურნალისტებს:

• აქციის მსვლელობისას აღჭურვილი იყვნენ ჟურნალისტის მაიდენტიფიცირებელი ატრიბუტიკით (სპეციალური ჟილეტითა და პრესის აღმნიშვნელი წარწერით), რათა სამართალდამცავებმა მათი აქციების მონაწილეთაგან გამიჯვნა შეძლონ.


მედიის განვითარების ფონდი უერთდება სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივებს პროცესზე სამოქალაქო მონიტორინგის განხორციელების შესახებ. ფონდი 15 აპრილიდან ახორციელებს ყოველდღიურ მონიტორინგს ქართული ტელე და
საგაზეთო მედიის მიერ უმცირესობების თემატიკის გაშუქებაზე, შესაბამისად, როგორც აქციის წინა პერიოდის, ისე უშუალოდ მისი გაშუქების მონიტორინგის შედეგებს ფონდი უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ და აღნიშნულ საკითხზე საჯარო დისკუსიასაც გამართავს.


მედიის განვითარების ფონდი

უკან