დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
XNMKV
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 31 ოქტ 2017

MDF-მა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელით მიმართა

2017 წლის 31 ოქტომბერს მედიის განვითარების ფონდმა (MDF) თბილისის საქალაქო სასამართლოს საქართველოს ეროვნულ კომისიის (GNCC) წინააღმდეგ სარჩელით მიმართა. სარჩელის საფუძველი ის გარემოება გახდა, რომ კომისია საჯაროს არ ხდის ინფორმაციას მაუწყებელთა 2017 წლის I და II კვარტლის (იანვარი-ივნისი) ფინანსური შემოსავლების შესახებ, რაც კანონმდებლობით განსაზღვრული ფინანსური გამჭვირვალობის სტანდარტის უგულვებელყოფაა.

მაუწყებლის შესახებ კანონის 70/4 მუხლის მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია ყოველი კვარტალის დასრულების შემდეგ, მომდევნო თვის 15 რიცხვამდე წარუდგინოს კომისიას ანგარიშგების ფორმები, კომისიამ კი ანგარიშგების ფორმები მიღებიდან 7 დღეში უნდა გამოაქვეყნოს (მაუწყებლის შესახებ კანონის 70/4 1მუხლი). შესაბამისად, კომისიის მიერ 2017 წლის I კვარტლის მონაცემები ანალიტიკურ ვებ-გვერდზე უნდა გამოქვეყნებულიყო არაუგვიანეს 22 აპრილისა, ხოლო II კვარტლის მონაცემები - არაუგვიანეს 22 ივლისისა.

დეტალური ინფორმაცია კომისიის მიერ მედიის ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით მოცემულია MDF-ის ანგარიშში ,,წინასაარჩევნო ფინანსური მედია გარემო 2017”. აღნიშნული ანგარიშის მიგნებები ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)–ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის შეფასებაშიც აისახა. კერძოდ, 22 ოქტომბრით დათარიღებულ განცხადებაში აღნიშნულია: ,,საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია გააკრიტიკეს იმის გამო, რომ მან დროულად არ გაასაჯაროვა ინფორმაცია მაუწყებლების შემოსავლების შესახებ(რეკლამა, სასპონსორო პაკეტები, შემოწირულობები). კომისიას, რომელსაც კანონი ანგარიშის გამოქვეყნებას კვარტალში ერთხელ ავალდებულებს, მარტიდან მოყოლებული დღემდე მონაცემები არ წარმოუდგენია, რაც დამკვირვებლებისათვის მედიის ფინანსური გამჭვირვალობის და კამპანიის პერიოდში მიღებული შემოწირულობების ეფექტურ მონიტორინგს შეუძლებელს ხდის. კომისიამ განმარტა, რომ გაჭიანურების მიზეზი ორი მაუწყებლის შემოსავლების დეკლარაციის დოკუმენტებში ტექნიკური შეცდომები იყო. თუმცა კომისიას არც სხვა ტელეარხების მონაცემები არ გამოუქვეყნებია”.

MDF თვლის, რომ წინასაარჩევნო გარემოს სრულფასოვანი შეფასებისთვის მნიშვნელოვანია, საზოგადოება ფლობდეს ამომწურავ ინფორმაციას, თუ როგორ ფუნქციონირებს და რა ფინანსური რესურსებით ოპერირებს მედია, რაც როგორც კომერციულ, საარჩევნო რეკლამას, ასევე კერძო შემოწირულობებს, სერვისებისთვის გაწეულ მომსახურებას და სხვა შემოსავლებს მოიცავს. აღნიშნული ინფორმაცია სრულფასოვნად 2013 წლიდან 2017 წლამდე მხოლოდ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვეგ-გვერდზე იყო ხელმისაწვდომი.

უკან