დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
GEXYP
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 12 თებ 2018

სასწავლო კურსი მედიაწიგნიერებაში

მედიის განვითარების ფონდი (MDF), "დოიჩე ველე აკადემიის" (DWA) მხარდაჭერით, იწვევს ახალგაზრდებს "მითების დეტექტორის ლაბორატორიის" მედიაწიგნიერების სასწავლო კურსში მონაწილეობის მისაღებად.

პროგრამა განკუთვნილია არაჟურნალისტებისთვის.

შერჩეული აპლიკანტები პროგრამის ფარგლებში გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ კურსს შემდეგი ძირითადი მიმართულებით:
  • მედიაწიგნიერება: როგორ ფუნქციონირებს მედია, ინფორმაციის წყაროების კრიტიკული შეფასება, მედია საკუთრება და გამჭვირვალობა და სხვა;
  • ინფორმაციის გადამოწმების ტექნოლოგიები: ყალბი ინფორმაცია/ფოტო/ვიდეო; ტროლების ამოცნობა;
  • მულტიმედია პროდუქტის წარმოება;
  • მონაცემთა ვიზუალიზაცია.
სასწავლო კურსის ხანგრძლივობა 3,5 თვეა. ტრენინგები შაბათობით ჩატარდება, ხოლო სტაჟირება "მითების დეტექტორის" ვებ-გვერდზე კვირის განმავლობაში სტუდენტებთან ინდივიდუალურ მუშაობას გულისხმობს. კურსის განმავლობაში მომზადებული საუკეთესო მასალები http://www.mythdetector.ge-ზე გამოქვეყნდება, ხოლო მულტიმედია მასალების ავტორები 50 ევრომდე (დასაბეგრი თანხის ეკვივალენტი ლარებში) ჰონორარს მიიღებენ.

კურსის ბოლოს პროგრამის მონაწილეებს გადაეცემათ MDF-ისა და DWA-ის სერტიფიკატები, ხოლო ჟიური 4 საუკეთესო ნამუშევრის ავტორს გამოავლენს, რომელთაც სპეციალური პრიზები გადაეცემათ. სპეციალური პრიზის მფლობელი `დოიჩე ველე აკადემიის` (DWA) ან მისი პარტნიორის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო მედია ღონისძიებაზე გაემგზავრება, ხოლო I - III ადგილზე გასული ნაშრომების ავტორები სერტიფიკატებთან ერთად საჩუქრად ციფრულ ტექნიკას მიიღებენ.

მოთხოვნა:

სასწავლო კურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
  • უნდა იყოს 18-25 წლამდე ახალგაზრდა;
  • უნდა ფლობდეს ინგლისურ ან რომელიმე ევროპულ ენას საბაზისო დონეზე, რათა შეძლოს მასალის წაკითხვა, გააზრება და პირველ წყაროსთან ინფორმაციის გადამოწმება;
  • ორი კანდიდატი შეირჩევა იმ ახალგაზრდებიდან, რომელთა მშობლიური ენა აზერბაიჯანული ან სომხურია.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია შემდეგ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfH5725ZlsKFq13-d9XM7hYPy2aH6n-v7az4laXr4FGfXCckA/viewform ასევე გამოაგზავნეთ:
  • სამოტივაციო წერილი, სადაც მიუთითებთ, რატომ გსურთ პროგრამაში მონაწილეობის მიღება, რა მოლოდინი გაქვთ და როგორ გამოიყენებთ მიღებულ გამოცდილებას.
  • დეტალური რეზიუმე (CV).
დამატებითი მასალები უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@mdfgeorgia.ge

დოკუმენტის გამოგზავნისას, გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგნის გრაფაში მიუთითოთ: "მითების დეტექტორის ლაბორატორია".

შერჩეულ კანდიდატებს დამატებით ჩაუტარდებათ გასაუბრება.

საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2018 წლის 23 თებერვალი.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე.

ტელ: 2 11 20 26.
უკან