მედიის განვითარების ფონდი (MDF) საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მხარდაჭერით, PITA-ს პროექტის ფარგლებში, იწვევს ჟურნალისტებს "მრავალფეროვნების გაშუქების” კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს მედიაში მრავალფეროვნების საკითხების ინკლუზიურ გაშუქებას.
კონკურსის მონაწილეებმა 2018 წლის 17 აპრილამდე უნდა წარმოადგინონ იდეის კონცეფცია შემდეგ თემებზე:
- ეთნიკური მრავალფეროვნება
- რელიგიური მრავალფეროვნება
- ლინგვისტური მრავაფეროვნება
- მიგრანტები
- გენდერული მრავალფეროვნება და თანასწორობა
- თანასწორობა
კონცეფციაში მითითებული უნდა იყოს: გაშუქების თემა, გეგმა, სავარაუდო წყაროები, გაშუქების მეთოდი და რომელ მედიაში გამოქვეყნდება მასალა.
ჟიური 6 საუკეთესო იდეის ავტორს გამოავლენს, რის შემდეგაც გამარჯვებულები მოამზადებენ მასალებს და გამოაქვეყნებენ, მათ მიერ წინასწარ მითითებულ მედია საშუალებაში. გამარჯვებული აპლიკანტები მასალის გამოქვეყნების შემდეგ მიიღებენ ჰონორარს $350-ის ეკვივალენტს ლარებში და დაჯილდოვდებიან სპეციალური სერტიფიკატებით.
მონაწილეთა მიერ წარდგენილი საკონკურსო მასალა შემდეგ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს:
- უნდა გამოქვეყნდეს ტევევიზიაში, რადიოში, ონლაინ ან ბეჭდურ გამოცემაში, კონკურსის პირობებით განსაზღვრულ ვადებში [არაუგვიანეს 2018 წლის 17 სექტემბრისა];
- თემა უნდა წარმოადგენდეს საჯარო ინტერესის საგანს და ხელს უწყობდეს ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებას.
- გამოქვეყნებულ მასალაში დაცული უნდა იყოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსისა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპები.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა იდეის კონცეფცია და თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია 2018 წლის 17 აპრილამდე უნდა გამოგზავნონ შემდეგ მისამართზე: info@mdfgeorgia.ge . წერილში მიუთითეთ კონკურსის დასახელება "მრავალფეროვნების გაშუქება”.