დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
TGZCE
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 30 მარ 2018

ვაკანსია: მულტიმედია კოორდინატორი

მედიის განვითარების ფონდი (MDF) აცხადებს ვაკანსიას მულტიმედია კოორდინატორის პოზიციაზე.


მულტიმედია კოორდინატორის ძირითადი მოვალეობები:

 

  • ტრენინგების ჩატარება სტუდენტებისთვის ვიდეო სიუჟეტის მომზადებაში, მონტაჟსა და მულტიმედია პროდუქციის შექმნაში.
  • პრაქტიკული კურსის კოორდინირება, რაც გულისხმობს კურსის მონაწილეთა დახმარებას მულტიმედია პროდუქციის დაგეგმვასა და შექმნაში. საუკეთესო ნაშრომების შერჩევას და ვებ-პორტალზე განთავსებას, ასევე სოციალურ მედიაში მათ პოპულარიზაციას.
  • ორგანიზაციის სხვა საკომუნიკაციო პროექტებში მონაწილეობას.

 თვიური ხელფასი: 550 ევროს ეკვივალენტი ლარში (დასაბეგრი თანხა)

კვალიფიკაცია

 

  • უმაღლესი განათლება (მულტიმედია ჟურნალისტიკა )
  • მინიმუმ ერთწლიანი შესაბამისი სამუშაო გამოცდილება ან სხვადასხვა პროექტების ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების წარმოდგენა
  • უპირატესობად ჩაითვლება ინგლისური ენის ცოდნა.

 
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგი საბუთები მისამართზე: mdfgeo@gmail.com

  • რეზიუმე (CV), (მიუთითეთ ორი რეკომენდატორის ვინაობა, რომელთანაც სამუშაო გამოცდილება გაკავშირებთ და მათი საკონტაქტო ინფორმაციაც).
  • აპლიკანტის მიერ მომზადებული მულტიმედია მასალა, რომელიც მისი პროფესიული გამოცდილების შეფასების საშუალებას იძლევა.



დოკუმენტების გამოგზავნისას, გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგნის გრაფაში მიუთითოთ: ვაკანსია მულტიმედია კოორდინატორის პოზიციაზე.


დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ, MDF არჩეულ კანდიდატებთან მოაწყობს გასაუბრებას.


საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2018 წლის 8 აპრილი.

უკან