დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
DYRPX
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 05 აპრ 2018

კოალიცია „ევროატლანტიკური საქართველოსთვის“ მხარს უჭერს სამშვიდობო ინიციატივას – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისათვის“

კოალიცია „ევროატლანტიკური საქართველოსთვის" მიესალმება და მხარს უჭერს, მათ შორის საზოგადოების ჩართულობით შემუშავებულ, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისათვის" და მთლიანობაში შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ინიციატივის წარმატებით განხორციელება, რომელიც გულისხმობს გამყოფი ხაზების ორივე მხარეს ვაჭრობის წახალისებას, ხარისხიანი განათლების მიღების მნიშვნელოვანი შესაძლებლობების განვითარებას და შესაბამისი მექანიზმების შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს იმ სიკეთეებით სარგებლობას, რაც საქართველოს განვითარების შედეგად, მათ შორის ევროპული ინტეგრაციის გზაზე ხელმისაწვდომი გახდა, შექმნის დამატებით სტიმულსა და საფუძველს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, გამყოფი ხაზების გასწვრივ ადამიანების გადაადგილების და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების დამყარებისათვის.

ამ ინიციატივის ეფექტური განხორციელება, რაც უპირველეს ყოვლისა ქვეყნის შიგნით და ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად სწორი, თანმიმდევრული და კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმას გულისხმობს, მთლიანობაში  ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის განვითარებას და წინსვლას.

აღნიშნული ინიციატივის და მისი ძირითადი მიმართულებების რეალურ ცხოვრებაში განხორციელება მარტივი არ იქნება და ამ გზაზე ბევრი სირთულე შეგვხვდება. შესაბამისად, მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, ხელი შეუწყოს აღნიშნულ საკითხზე ყველა ევროპული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ძალის კონსენსუსს და მწყობრი და ერთიანი პოზიციით, მნიშვნელოვანი ძალისხმევა მიმართოს ინიციატივის განხორციელების გზაზე. უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება აფხაზებთან და ოსებთან დიალოგისა და  თანამშრომლობისათვის იმ სწორი მექანიზმებისა და ფორმების გამოყენება, რაც უკვე წარმატებით აპრობირებულია საერთაშორისო პრაქტიკაში სხვადასხვა რეგიონებში.

მივმართავთ საქართველოს პარლამენტს და პოლიტიკურ ძალებს, კონსტრუქციული განხილვების გზით მხარი დაუჭირონ შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს.

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენ მზადყოფნას, აქტიური მონაწილეობა მივიღოთ ინიციატივის წარმატებით განხორციელებაში.

 

საქართველოს რეფორმების ასოციაცია 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა 

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო 

საინფორმაციო პორტალი "ევროპა საქართველოსთვის” 

ლიბერალური აკადემია თბილისი

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი 

მედიის განვითარების ფონდი 

მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
უკან