დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
QFYDH
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 01 მაი 2018

მედიის განვითარების ფონდი აცხადებს კონკურსს “მითების დეტექტორის” მკვლევარის ვაკანსიაზე

ძირითადი ვალდებულებები:

  • მედიის მონიტორინგის შედეგების შესწავლა და გადასამოწმებელი მასალის შერჩევა;
  • ინფორმაციის გადამოწმება მონაცემთა ღია წყაროებზე დაყრდნობით;
  • ანალიტიკური მასალების მომზადება;
  • სტუდენტებთან ფაქტების გადამოწმებაზე ინდივიდუალური მუშაობა;
  • ორგანიზაციის სხვა დავალებების შესრულება.

კვალიფიკაცია და სხვა სავალდებულო მოთხოვნები:

  • მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესების ანალიზის და კრიტიკული შეფასების უნარი; 
  • ანალიტიკური მასალების წერის უნარი და გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება ჰუმანიტარული მეცნიერებების სფეროში;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;პრეზენტაციის უნარი;
  • სულ მცირე 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • კომუნიკაბელურობა.


ანაზღაურება განისაზღვრება ინდივიდუალურად, აპლიკანტის გამოცდილების გათვალისწინებით.


სრული დატვირთვა.


დაინტერესებულმა პირებმა 8 მაისამდე უნდა გამოაგზავნონ:

  1. რეზიუმე (CV);
  2. სამოტივაციო წერილი;
  3. 2 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელთანაც აპლიკანტს შრომითი ურთიერთობები აკავშირებს.

 

საბუთები მიიღება ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: info@mdfgeorgia.ge. წერილის საგანში მიუთითეთ "მითების დეტექტორის” მკვლევარი.


გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან მხოლოდ საბუთების საფუძველზე შერჩეული კანდიდატები. შერჩეულ კანდიდატებს შემდეგ ეტაპზე ჩაუტარდებათ ტესტირება ფაქტების გადამოწმებასა (fact checking) და ინგლისურენოვან წყაროებთან მუშაობაში.

უკან