დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
MVRKE
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 17 აგვ 2013

MDF გაზეთ „გურიის მოამბესთან“ დაკავშირებით

16 აგვისტოს, გაზეთ „გურიის მოამბის" რედაქტორმა და გამომცემელმა ვლადიმერ მენაბდემ გაავრცელა განცხადება  ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან გაზეთის ორი ოფისისთვის უზუფრუქტის გაუქმების გადაწყვეტილების თაობაზე. განცხადების თანახმად, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ხელშეკრულების გაუქმება ყოველგვარი წესებისა და კანონების დარღვევით მოხდა. 

„გურიის მოამბის" რედაქტორი და გამომცემელი მიღებულ გადაწყვეტილებას ოზურგეთის გამგებლის კოტე შარაშენიძის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლად აფასებს, რასაც ის პირადად გამგებელთან დაკავშირებული ინციდენტის, ასევე სხვა კრიტიკული მასალების შესახებ გაზეთის მიერ საზოგადოების ინფორმირებას უკავშირებს. 

წინასაარჩევნო კონტექსტის გათვალისწინებით, ვთვლით, რომ ეს შემთხვევა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის მხრიდან შესწავლას და რეაგირებას საჭიროებს. საარჩევნო პლურალისტული გარემოს შენარჩუნება ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხია, რაშიც საკვანძო როლს როგორც საერთო-ეროვნული, ასევე რეგიონალური მედია თამაშობს. წინასაარჩევნო პერიოდის სპეციფიკის გათვალისწინებით, რეგიონალური გაზეთის ოფისის გარეშე დატოვება, მით უფრო თუ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია, როგორც ამას გაზეთის დამფუძნებელი ამტკიცებს,  სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

მივმართავთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორის კომისიას, შეისწავლოს ოზურგეთის გამგებლის კოტე შარაშენიძის ქმედებების როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხი. ასევე მოვუწოდებთ ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელებს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რაც ამა თუ იმ ფორმით პრობლემებს შეუქმნის მედიის საქმიანობას და ნეგატიურად აისახება საარჩევნო გარემოზე. 


მედიია განვითარების ფონდი 

17 აგვისტო, 2013
უკან