განცხადებები
ა) მაშინ, როდესაც მოწმეთა ჩვენება ადასტურებდა, რომ ჩხუბის შემდეგ მ.კ.-ს ტანსაცმელზე წითელი, სისხლისმაგვარი ლაქები აღენიშნებოდა. საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერით და მ.კ-ს , ძმის, ლუკა კალანდიას ჩვენებით კი, დასტურდებოდა, რომ ამ უკანასკნელმა წითლად დალაქავებული ტანსაცმელი მათი კორპუსის მახლობლად, წყლის ჭაში ჩაყარა, რატომ არ გაიჩხრიკა მ.კ.-ს საცხოვრებელი ბინა?ბ) რატომ არ სცადა გამოძიებამ იმ ტანსაცმლის მოპოვება, რომელიც მ.კ-ს შემთხვევის დროს ეცვა?
2. მაშინ, როდესაც გარდაცვლილ დავით სარალიძის სხეულზე მიყენებულ 12 ჭრილობასთან დაკავშირებით დაცვის მხარის მიერ ჩატარებულმა ექსპერტიზამ გააჩინა ეჭვი, რომ ისინი სხვადასხვა იარაღით იყო მიყენებული, რატომ არ წარიმართა ინტენსიური გამოძიება მკვლელობის სხვა ამსრულებელთა ან თანამონაწილეთა სავარაუდო ბრალეულობის გამოსაკვეთად?
3. რატომ დაიკითხა საპირფარეშოში მომხდარი პირველი კონფლიქტის მთავარი ფიგურანტი, დ.ღ., მკვლელობის დღიდან მხოლოდ მე-13 დღეს და არა გამოძიების პირველივე დღეებში? საეჭვოა ისიც, რომ დაგვიანებით დაიკითხა ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე თ.ნ-ც.
4.რატომ არ გამოუკითხავს შსს-ს და შემდგომ პროკურატურას მოზარდებს შორის დაპირისპირების მთავარი სუბიექტის, ა.ს.-ს მშობლები, მამა, მირზა სუბელიანი და დედა, თ.კ.? გამოძიებას, არც ა.ს.-ს დეიდა, მ.კ.-ს დედა, ლ.კ. გამოუკითხავს.
გამოძიებას პირველივე ეტაპზე ხელთ ჰქონდა დანაშაულის დღეს მირზა სუბელიანის და თ.კ-ს, კალანდიების ოჯახში მისვლის და სახლის დატოვების კადრები, რომლითაც დასტურდება მ.კ.-ს და გ.ჯ.-ს გადამალვისთვის ავტომობილთა მოძრაობა, რის შემდეგაც მირზა სუბელიანი და მ.კ.-ს მამა, თენგიზ კალანდია ერთად ტოვებენ კალანდიების ბინას. ამასთან, რატომ არ დაინტერესდა გამოძიება მირზა სუბელიანის სავარაუდო დანაშაულის შემცველი ქმედებებით, მაშინ, როდესაც თენგიზ კალანდიას სუბელიანის ქმედებების მსგავს ქმედებებზე, ბრალი მალევე, დანაშაულის დაფარვისთვის წარუდგინეს, ხოლო ეს უკანასკნელი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში დანაშაულიდან 6 თვის შემდეგ მისცეს.
5. რატომ ვერ მოახერხა გამოძიებამ ფარდულის ზუსტი ზომების დოკუმენტირება? იყვნენ თუ არა გამოძიების მწარმოებელი პირები ფარდულის დემონტაჟის შესახებ ინფორმირებულნი, ვინ და რატომ გასცა თანხმობა მის დემონტაჟზე?
6. რატომ არ გამოუკითხავს გამოძიებას ყველა მოწმე, რომელიც შეესწრო, დაინახა, ან რაიმე სახის ინფორმაცია ჰქონდა დანაშაულთან დაკავშირებით? რატომ არ ამოიღო გამოძიებამ ყველა ვიდეოჩანაწერი, სადაც შესაძლოა აღბეჭდილი ყოფილიყო მკვლელობის შემდგომ მოზარდთა გადაადგილების მარშრუტი?
7. რატომ არ შეისწავლა გამოძიებამ დაპირისპირებაში მონაწილე პირების ტელეფონები და სოციალური ქსელები, რომლის საშუალებითაც დიდი ალბათობით დაიგეგმა მათი შეკრება? გამომძიებლის განმარტებით, ტელეფონები შემდეგში ფარული საგამოძიებო ღონისძიების ჩატარების მიზნით არ ამოიღეს, თუმცა საგამოძიებო ორგანოებს დაპირისპირებაში მონაწილე პირთა მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედებები არ უწარმოებიათ.
8. რატომ არ დაიწყო გამოძიება ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილის გ.მ.-ს ზურგში დაჭრის ფაქტზე და რატომ არ არის გამოვლენილი პირი, რომელმაც გ.მ. დაჭრა, მაშინ, როდესაც გამოძიებამ 2 დეკემბერს უკვე იცოდა გ.მ.-ს ზურგში დაჭრის ფაქტის შესახებ? თავად გ.მ. ადასტურებდა, რომ მას ჭრილობა მწვანე ქურთუკიანმა პირმა მიაყენა, რასაც ასევე ადასტურებდნენ მოწმეებიც. აღსანიშნავია, რომ გამოძიებამ ასევე იცოდა, რომ ჩხუბის მონაწილეთა შორის მწვანე ქურთუკი არასრულწლოვან დ.ღ.-ს ეცვა.
9. რატომ არ დასვა გამოძიებამ ყველა საჭირო კითხვა ექსპერტის წინაშე, მაგალითად, იმ საგნების რაოდენობის შესახებ, რომლითაც დავით სარალიძეს სავარაუდოდ მიაყენეს ჭრილობები?
10. მიმდინარეობს თუ არა საგამოძიებო მოქმედებები იმ მოხელეთა გამოსავლენად და პასუხისგებაში მისაცემად, რომელთა უმოქმედობამ ან მიზანმიმართულმა მოქმედებამ გამოიწვია გამოძიების ხარვეზებით წარმართვა და გაართულა საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულება?
11. კითხვები ასევე მიემართება საქმეზე ექსპერტიზის მწარმოებელ ორგანოს და პირებსაც, კერძოდ:
მიგვაჩნია, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ზემოთ დასმულ ყველა შეკითხვას აუცილებლად უნდა გასცენ ამომწურავი პასუხი.ა) რატომ ვერ უზრუნველყო ექსპერტმა კვლევის ობიექტის დაზიანებისგან დაცვა?ბ) რატომ არ გაითვალისწინა ექსპერტმა ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულების, კერძოდ, დავით სარალიძის მკვლელობის იარაღის, დანის, დაზიანების შესაძლებლობა და რატომ არ ჩატარდა ექსპერტიზა ისეთ გარემოში, სადაც მტკიცებულება არ დაზიანდებოდა?გ) იყო თუ არა შესაძლებელი მტკიცებულების დაზიანების თავიდან აცილება?