განცხადებები
მედიის განვითარების ფონდი შეშფოთებას გამოთქვამს 21 ოქტომბერს, ლილოს ბაზრობასთან მომხდარი ინციდენტისას დროს ბაზრობის დაცვის წევრების მიერ ტელეკომპანია "კავკასიის” ჟურნალისტის ცემისა და ITV-ის კამერის დაზიანების გამო.
ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ სამართალდამცავი ორგანოები გამოიძიებენ მომხდარს და რეაგირებას მოახდენენ ჟურნალისტთა პროფესიული საქმიანობისათვის ხელის შეშლის ფაქტებზე.
ამასთანავე ვადასტურებთ რა ჩვენს პატივისცემას სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელშეუხებლობის მიმართ, გამოვთქვამთ იმედს, რომ ნაციონალური არხები მომავალში მაინც არ მოახდენენ იმ თემების უგულვებელყოფას, რომელიც საზოგადოებრივი ინტერესის საგანი შეიძლება იყოს, მით უფრო მაშინ, როცა ინფორმაცია მათი კოლეგებისათვის პროფესიოული საქმიანობის განხორციელებისას შექმნილ პრობლემებს შეეხება.