მედიის განვითარების ფონდი (MDF) იწვევს თბილისის საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებს სკოლებში მედია და ინფორმაციული წიგნიერების კურსის დანერგვის ორდღიან ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად.
ტრენინგის მონაწილე პედაგოგები შემდეგ საკითხებში მომზადდებიან:
- მედია და მედია შინაარსის კრიტიკული ანალიზის კომპეტენციები;
- პროპაგანდის მეთოდები და ინფორმაციის ვერიფიკაცია;
- სიძულვილის ენა;
- პერსონალური მონაცემები და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა;
- კიბერუსაფრთოხება;
- კიბერბულინგი.
ტრენინგები გაიმართება სამშაბათს და ოთხშაბათს 15:00სთ-დან 18:00 საათამდე.
ტრენინგის დასრულების შემდეგ პედაგოგებს გადაეცემათ მედიის განვითარების ფონდის (MDF), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს სერთიფიკატები.
ტრენინგი უფასოა, ტრენინგის მონაწილეებს დაურიგდებათ სახელმძღვანელო და სხვა სასწავლო რესურსები.
ტრენინგის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა თითოეული ჯგუფისთვის 20 ადამიანია. ფონდი ეტაპობრივად დაუკავშირდება შერჩეულ აპლიკანტებს. ჯგუფების დაკომპლექტებისას უპირატესობა მიენიჭებათ ადრე დარეგისტრირებულ აპლიკანტებს.
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 24 აპრილი.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე