დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
MWING
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 05 ივნ 2019

დარეგისტრირდი სემინარზე და ისწავლე ყალბი ინფორმაციის გადამოწმება!

მედიის განვითარების ფონდი (MDF) აგრძელებს სემინარების  სერიას "გაზომე სიმართლე". 
  • გაინტერესებს როგორ გაარჩიო ყალბი ინფორმაცია რეალურისგან? 
  • გსურს ისწავლო, როგორ გადაამოწმო ყალბი ფოტო და ვიდეო? 
  • იოლად შეძლო ინტერნეტ-ტროლების ამოცნობა? 
მაშინ, დარეგისტრირდი და მიიღე მონაწილეობა ჩვენს სემინარებში! შემდეგ ბმულზე: http://bit.ly/2Z7bPaE

სემინარს მედიის განვითარების ფონდის ექსპერტები და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები გაუძღვებიან. 

ღონისძიებები აჭარასა და გურიაში 14-16 ივნისს გაიმართება:

14 ივნისი - ბათუმი
14:30 - 17:30 
მისამართი: ამერიკული კუთხე ბათუმში, ბათუმის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ვაჟა-ფშაველას 21 
                                       
15 ივნისი - ხულო
14:30 - 17:30
მისამართი: ხულოს კულტურის ცენტრის ბიბლიოთეკა, ი.ჭავჭავაძის 1

16 ივნისი - ლანჩხუთი
14:00 - 17:00
მისამართი: ლანჩხუთის ოკუპაციის მუზეუმი 

ღონისძიება პროექტის "ახალგაზრდების მედიაწიგნიერების ლაბორატორია პასუხისმგებლიანი მედია მოხმარებისთვის" ფარგლებში ჩატარდება, რომელსაც მხარს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო უჭერს.
უკან