მედიის განვითარების ფონდი (MDF) იწვევს თბილისის საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებს სკოლებში მედია და ინფორმაციული წიგნიერების კურსის დანერგვის ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად.
ტრენინგის მონაწილე პედაგოგები შემდეგ საკითხებში მომზადდებიან:
- მედია და მედია შინაარსის კრიტიკული ანალიზის კომპეტენციები;
- პროპაგანდის მეთოდები და ინფორმაციის ვერიფიკაცია;
- სიძულვილის ენა;
- პერსონალური მონაცემები და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა;
- კიბერუსაფრთოხება;
- კიბერბულინგი.
ტრენინგის დასრულების შემდეგ პედაგოგებს გადაეცემათ მედიის განვითარების ფონდის (MDF), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს სერთიფიკატები.
ტრენინგი გაიმართება
7 დეკემბერს. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
ტრენინგებში მონაწილეობის მსურველმა პედაგოგებმა უნდა შეავსონ
ონლიან აპლიკაცია.
ტრენინგი უფასოა, მონაწილეებს დაურიგდებათ სახელმძღვანელო და სხვა სასწავლო რესურსები.
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 5 დეკემბერი.
შეავსეთ აპლიკაცია.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე
ტელ: 2 11 20 26.