დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
EDLZJ
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 09 ოქტ 2019

კონკურსი ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდა 2019

მედიის განვითარების ფონდი (MDF) და ფაქტების გადამოწმების პორტალი "მითების დეტექტორი”, გლობალური მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეულის ფარგლებში, აცხადებენ ქვიზების კონკურსს 2019 წლის "ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდის” გამოსავლენად.


თუ გინდა, რომ გაღიარონ 2019 წლის ყველაზე მედიაწიგნიერ ახალაგაზრდად და ხარ 17-დან 28 წლამდე:
  1. 27 ოქტომბრამდე დარეგისტრირდი ქვიზების კონკურსზე შემდეგ მისამართზე: www.millab.ge 

  2. 27 ოქტომბერს 12 საათზე მონაწილეობა მიიღე ქვიზების კონკურსში, რომელიც დისტანციურად, ონლაინ გაიმართება;
  3. უპასუხე შეკითხვებს და დაელოდე შედეგების გამოცხადებას.
კონკურსი საუკეთესო შედეგის მქონე 3 გამარჯვებულს გამოავლენს: 
  •  2019 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდა ახალგაზრდა ანაზღაურებად, ერთთვიან სტაჟირებას "მითების დეტექტორის” რედაქციაში გაივლის;

  • მე-2 ადგილზე გასული კი - on.ge-ს რედაქციაში.
  • მე-3 ადგილზე გასული ForSet-ისგან DataFest-ის ბილეთს მიიღებს საჩუქრად.
  • საუკეთესო შედეგის მქონე სამივე ახალგაზრდას საჩუქრად ციფრული ტექნიკა და სერტიფიკატები გადაეცემათ.
2019 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდის დასახელება და გამარჯვებულთა დაჯილდოვება ნოემბერში სპეციალურ საზეიმო ცერემონიალზე მოხდება, რომელზეც MDF-სა და ForSet-ის ერთობლივი ახალი ონლაინ თამაშის პრეზენტაციაც გაიმართება.

კონკურსი საქართველოში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით და ილიას უნივერსიტეტთან პარტნიორობით იმართება. კონკურსის პროგრამულ მხარდაჭერას ForSet-ი, ხოლო საინფორმაციოს - ინტერნეტ პორტალი On.ge უზრუნველყოფენ.
უკან