დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
BMRBR
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 28 ოქტ 2019

განცხადება ქვიზების კონკურსთან დაკავშირებით

მედიის განვითარების ფონდი მადლობას უხდის ქვიზების კონკურსის ყველა მონაწილეს, ვინც დარეგისტრირდა და 27 ოქტომბერს ონლაინ შეჯიბრში მიიღო მონაწილეობა. ამასთანავე ჩვენ ბოდიშს ვუხდით მათ, ვისაც თამაშის პროცესში ტექნიკური პრობლემა შეექმნა.

იმის გათვალისწინებით, რომ ბევრმა მოთამაშემ თანაბარი ქულა დააგროვა, ხოლო მონაწილეთა ნაწილს თამაშის პროცესში ტექნიკური პრობლემები შეექმნა, რაც გარკვეულ შემთხვევებში განპირობებული იყო იმით, რომ ზოგიერთმა მონაწილემ შეცდომით მიუთითა სხვისი კოდი. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება მეორე ტურის ჩატარების შესახებ.

მეორე ტურში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცამათ: 
  • იმ მონაწილეებს, ვინც 15-დან 25 ქულამდე დააგროვა;
  • მათ, ვინც ტექნიკური პრობლემების გამო შეჯიბრში მონაწილეობა ვერ შესძლო. 
15-დან 25 ქულიანი მონაწილეებიდან გამოირიცხებიან ისინი, ვინც თამაშის წესები დაარღვიეს. კერძოდ:
  • ვინც ერთიდაიგივე პირადობის მოწმობით და სხვადასხვა ელექტრონული მისამართით დარეგისტრირდა, ორჯერ ითამაშა და მეორე მცდელობისას პირველი შედეგი გააუმჯობესა;
  • ვინც თამაშს იმაზე ნაკლები დრო მოანდომა, ვიდრე შეკითხვების წაკითხვის და ვიდეოს ყურების მინიმალური დრო იყო, რაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ კონკურსანტმა ერთხელ სხვისი იდენტობით ითამაშა, მეორედ საკუთარით.  
ამ ფაქტორების გათვალისწინებით, მეორე ტური გაიმართება ერთ სივრცეში, სადაც თამაშის პროცესს ორგანიზაციის წარმომადგენლები დააკვირდებიან. ამ ფორმით შეჯიბრის ჩატარება ტექნიკური ხარვეზების მინიმალიზებასაც უზრუნველყოფს და თამაშის წესების დაცვასაც, რაც საბოლოო ჯამში ყველა მონაწილესთვის თანაბარ პირობებს უზრუნველყოფს.

სიების საბოლოო დადგენისა და სხვა საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ ჩვენ ინდივიდუალურად დავუკავშირდებით მონაწილეებს. რეგიონებში მცხოვრებთა შემთხვევაში კი ავანაზღაურებთ მგზავრობასთან დაკავშირებულ ხარჯებს.  

კონკურსანტებსაც, ვისაც თამაშის დროს შეექმნათ ტექნიკური პრობლემა, გთხოვთ შეავსოთ შემდეგი აპლიკაცია: https://bit.ly/2NhqiN1

უკან