დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
LUUEY
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 14 ნოე 2019

არასამთავრობო ორგანიზაციათა საგანგებო განცხადება

დღეს საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის ჩაგდება, რომელიც  მომდევნო საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას გულისხმობდა, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს.  პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა არ იყო მხოლოდ რომელიმე პოლიტიკოსის დაპირება ან საზოგადოების მცირე ჯგუფის ახირება. ის მთელი საზოგადოების მოთხოვნა იყო, რომელსაც მხარს უჭერს ფაქტობრივად ყველა პოლიტიკური პარტია და საზოგადოებრივი ჯგუფი ვინც ხედავს არსებული მმართველობის სისტემის სრულ დისკრედიტაციას. 

ამ გადაწყვეტილებაზე სრული პასუხისმგებლობა მმართველი პარტიის თავმჯდომარეს და ქვეყნის არაფორმალურ მმართველს, ბიძინა ივანიშვილსა და მის „გუნდს” ეკისრება, რომელიც საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად და სახელმწიფოს მისატაცებლად, როგორც ჩანს, მზად არის უსამართლო საარჩევნო სისტემის გამოყენებით ამომრჩეველს წაართვას ქვეყნის მართვაში მონაწილეობის შესაძლებლობა და დაუმსახურებლად მიისაკუთროს  საპარლამენტო მანდატები.

ხელისუფლებისთვის ცხადი იყო, რომ მიღებული გადაწყვეტილება მასობრივ საზოგადოებრივ მღელვარებას გამოიწვევდა და გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ის ბოლო დღეებში თავად უწყობდა ხელს ამ მღელვარების წარმოშობას, რაც შესაძლოა განპირობებული ყოფილიყო ძველი საარჩევნო სისტემით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და ამ გზით ხელისუფლების შენარჩუნების  სურვილით.

მოვუწოდებთ ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას”, გაიაზრონ ის მძიმე პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც ქვეყანა შევიდა და მიიღოს ყველა პოლიტიკური ზომა მის დასაძლევად, რომლის ერთადერთ და უალტერნატივო გზად პარლამენტის მიერ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის დაუყოვნებლივ მიღება წარმოადგენს.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
 პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI Georgia) 
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) 
საზოგადოება და ბანკებისაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) 
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP)
მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის  
მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი
საქართველოს მედია-კლუბი 
საქართველოს ატლანტიკური საბჭო 
მედიის განვითარების ფონდი  (MDF)
უკან