დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
HHABM
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 25 ნოე 2019

კომუნიკაციისა და სოციალური მედიის მენეჯერის ვაკანსია

მედიის განვითარების ფონდი აცხადებს ვაკანსიას კომუნიკაციისა და სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • ორგანიზაციის სტრატეგიული კომუნიკაციის გეგმის შემუშავება და განხორიციელება;
  • სოციალურ ქსელებსა და სხვა პლატფორმებზე ორგანიზაციის და მისი მედია პროდუქტების ბრენდის ცნობადობის ამაღლება;
  • აუდიტორიის ინტერესებზე მორგებული ონლაინ კონტენტის შექმნა, რომელიც სოციალურ ქსელებში ადვილად გაზიარდება და პოპულარიზაციას გაუწევს ორგანიზაციის მიერ მომზადებულ სხვადასხვა პროდუქტს (სტატიებს, კვლევებს, მედიაწიგნიერების თამაშებს);
  • სოციალურ ქსელებისთვის პოსტების, სლოგანების, ჰეშთეგების შექმნა;
  • ორგანიზაციის ვიზუალური, ვიდეო, აუდიო, ტექსტური მასალების შექმნის და გავრცელების კოორდინირება;
  • სოციალურ მედიაში მასალების განთავსების განრიგის შედგენა;
  • სოციალური კამპანიების წარმოება და პროცესში ინფლუენსერების ჩართვა;
  • აუდიტორიასთან ინტერაქცია;
  • აუდიტორიის ანალიზი ონლაინ კვლევის ინსტრუმენტების გამოყენებით და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება;
  • ორგანიზაციის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, აუდიტორიის ანალიზის მონაცემებზე დაყრდნობით კომუნიკაციის სტრატეგიის განახლება და იმპლიმენტაცია, აუდიტორიისა და ინტერაქციის გაზრდის მიზნით;
  • მედიასთან კომუნიკაცია;
  • ორგანიზაციის სხვა დავალებების შესრულება.
კვალიფიკაცია და სავალდებულო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • სოციალურ მედიის მენეჯმენტის ან მარკეტინგის, PR-ის მიმართულებით მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება;
  • ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა;
  • ინგლისურ ენაზე აკადემიური წერა;
  • სასურველია აუდიტორიის ონლაინ კვლევის ერთ-ერთი პროგრამის (online metrics, google analytics და სხვა) ცოდნა;
  • შემოქმედებითობა და ოპერატიულობა;
  • პასუხისმგებლობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • როგორც გუნდური, ასევე დამოუკიდებელი მუშაობის უნარი; 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 2400 ლარი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგზავნოთ საბუთები შემდეგ მისამართზე info@mdfgeorgia.ge:
1) რეზიუმე (CV), სადაც დეტალურად იქნება მითითებული თქვენი გამოცდილება სოციალური მედიის, მარკეტინგის ან PR-ის მიმართულებით; 
2) თქვენი ხედვა, როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ფაქტების გადამოწმების პორტალის "მითების დეტექტორის” (www.mythdetector.ge) ან მედიაწიგნიერების რესურსების (www.millab.ge) კომუნიკაცია ონლაინ სივრცეში (არაუმეტეს 300 სიტყვისა); 
3) ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელთანაც აპლიკანტს შრომითი ან აკადემიური ურთიერთობა აკავშირებს.

ნებისმიერი დამატებითი მასალა, რომელიც დაადასტურებს თქვენს გამოცდილებას კომუნიკაციისა და სოციალური მენეჯმენტის მიმართულებით.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2 დეკემბერი.

გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან მხოლოდ საბუთების საფუძველზე შერჩეული კანდიდატები. შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.

უკან