მედიის განვითარების ფონდი აცხადებს ვაკანსიას ფონდების მოძიებისა და ორგანიზაციული განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 3500
დაინტერესებულ პირებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ საბუთები შემდეგ მისამართზე info@mdfgeorgia.ge:
1) რეზიუმე (CV), სადაც დეტალურად იქნება მითითებული თქვენი გამოცდილება ფონდების მოძიებისა და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით; ენების ცოდნა;
2) ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელთანაც აპლიკანტს შრომითი ან აკადემიური ურთიერთობა აკავშირებს.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2 დეკემბერი.
გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან მხოლოდ საბუთების საფუძველზე შერჩეული კანდიდატები. შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.