23 დეკემბერს, 16-დან 19 სთ-მდე მედიის განვითარების ფონდი და ფაქტების გადამოწმების პორტალი "მითების დეტექტორი” "ფაბრიკაში” მედიაწიგნიერების ფორუმს მართავენ.
ფორუმის ფარგლებში შეგიძლია, ჩაერთო შემდეგ აქტივობებში:
- ისწავლო ტროლებზე ნადირობა და გეოლოკაციით ყალბი ინფორმაციის გადამოწმება,
- ითამაშო ჩვენი ონლაინ თამაშები და მოიგო პრიზები,
- გაეცნო ანეკდოტური მტკიცებულებების კვლევას,
- და ბოლოს დაესწრო 2019 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდის და კონკურსში სხვა გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიას.
ფორუმზე მონაწილეობის მსურველები
21 დეკემბრამდე დარეგისტრირდით ჩვენი
ონლიან აპლიკაციის მეშვეობით და 23 დეკემბერს გვეწვიეთ "ფაბრიკაში” მედიაწიგნიერების ფორუმზე!
იჩქარეთ, ადგილები შეზღუდულია!