დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
VYNCF
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 15 იან 2020

მედიაწიგნიერების ფორუმი 2019

2020 წლის 10 იანვარს მედიის განვითარების ფონდმა "ფაბრიკაში” მედიაწიგნიერების პირველ ფორუმს უმასპინძლა. 

ფორუმის ფარგლებში ჩატარდა ინტერაქტიული სემინარები ინტერნეტ-ტროლების იდენტიფიცირებასა და გეოლოკაციაში. ონლაინ თამაშების ბაზრობაზე ფორუმის მონაწილეებმა მედიაწიგნიერების თემაზე შემქნილი ონლაინ თამაშები ითამაშეს და სიმბოლური პრიზები მოიგეს. 

ღონისძიებაზე ანეკდოტური მტკიცებულებების კვლევის პრეზენტაციაც გაიმართა. კვლევა 2019 წლის ივლისსა და აგვისტოში "მითების დეტექტორის” რეგიონულმა ფაქტ-ჩეკერებმა საქართველოს 4 რეგიონში პირისპირ ინტერვიუების მეთოდით ჩაატარეს და ყველზე გავრცელებული მითები და კონსპირაციის თეორიები გამოავლინეს.

მედიაწიგნიერების ფორუმის საზეიმო ნაწილში ონლაინ ქვიზების კონკურსის "2019 წლის მედიაწიგნიერი ახალგაზრდა” გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. მე-3 ადგილზე გავიდნენ თბილისის სერვანტესის გიმნაზიის მოსწავლე თეონა ხელაძე  და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გიგა ჩალიგავა, რომელთაც პრიზი ForSet-მა გადასცა.  მე-2 ადგილის მფლობელი გახდა თსუ-ს სტუდენტი დავით ნემსაძე, რომელიც on.ge-მ დააჯილდოვა, ხოლო სპეციალური პრიზის მფლობელს, საჩხერის სოფელ ჭალის საჯარო სკოლის მოსწავლეს ილია სადღობელაშვილს პრიზი მედიის განვითარების ფონდმა გადასცა. პირველი ადგილის მფლობელი ლიკა ჩხეტიანი, რომელიც თსუ-ში სწავლობს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოილების უფროსმა ქეთრინ შვაიცერმა დააჯილდოვა.

ღონისძიება გაიმართა პროექტის "ახალგაზრდების მედიაწიგნიერების ლაბორატორია პასუხისმგებლიანი მედია მოხმარებისთვის” ფარგლებში, რომელსაც მხარს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო უჭერს. ფორუმის მიზანია, მედიაწიგნიერების ხელშემწყობი რეგულარული ღონისძიების დანერგვა, რომლის ფარგლებშიც მოხდება საუკეთესო გამოცდილების გაზიარება და ყოველწლიური კონკურსის შედეგად ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდა დაჯილდოვდება. 
უკან