მედიის განვითარების ფონდი (MDF) იწვევს საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებს მედია და ინფორმაციული წიგნიერების თემატურ ონლაინ ტრენინგებში მონაწილეობის მისაღებად.
ტრენინგში მონაწილეობის მსურველი პედაგოგები უნდა დარეგისტრირდნენ ერთ ან რამდენიმე სასწავლო მოდულზე:
- კიბერუსაფრთხოება. კიბერბულინგი და სოციალური მედიის ყალბი ანგარიშები
- ყალბი ინფორმაციის, ფოტო და ვიდეო გამოსახულების იდენტიფიცირება და გადამოწმება
- ონლაინ სწავლების მეთოდები. აქტიური სწვალება მედია და ინფორმაციული წიგნიერების ონლაინ რესურსების გამოყენებით
- სიძულვილის ენა, პერსონალური მონაცემები და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.
თითოეული ტრენინგის ხანგრძლივობა
2 სთ-ია. ტრენინგები ჩატარდება
16:00-დან 18:00 საათამდე წინასწარ შეთანხმებულ დროს.
ტრენინგებში მონაწილეობის მსურველმა პედაგოგებმა უნდა შეავსონ
ონლიან აპლიკაცია.
ტრენინგი უფასოა, ტრენინგის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა თითოეული ჯგუფისთვის 20 ადამიანია. ფონდი ეტაპობრივად დაუკავშირდება შერჩეულ აპლიკანტებს. ჯგუფების დაკომპლექტებისას უპირატესობა მიენიჭებათ ადრე დარეგისტრირებულ აპლიკანტებს.
ტრენინგის დასრულების შემდეგ პედაგოგებს დაეგზავნებათ მედიის განვითარების ფონდის (MDF), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს სერთიფიკატები.
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 10 მაისი.
შეავსეთ აპლიკაცია: https://forms.gle/15Me9Bd5QNGxDfKz8
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე
ტელ: 558323030